GEO | ENG
სად წავიდეთტრანსპორტიტურიზმისპორტიგანათლებასამედიცინო მომსახურებასასტუმროებიბანკები

სიახლეთა არქივი

 

პროგრამები: ჯანდაცვა და სოციალური სფერო

სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის ორგანიზებაზე პასუხისმგებელი უწყება

1. ქალაქ ზუგდიდში რეგისტრირებული მოსახლეობის სოციალური დაცვის ღონისძიებათა მუნიციპალური პროგრამით გათვალისწინებული სოციალური დახმარებების დანიშვნისა და გაცემის ორგანიზებას უზრუნველყოფს ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთლობისა და სოციალური დაცვის, ვეტერანთა და დევნილთა სამსახური;

2. ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთლობისა და სოციალური დაცვის, ვეტერანთა და დევნილთა სამსახური პასუხისმგებელია დახმარების მიმღებთა (ბენეფიციართა) სიების კომპიუტერულ დამუშავებაზე.

 

სოციალური სამსახურის მიერ განცხადებების განხილვა

   მერიაში შემოსულ განცხადებებს განიხილავს ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ვეტერანთა და დევნილთა სამსახური;

 

სოციალური დახმარების გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღება

1.  სოციალური დახმარების გაცემის საკითხის განხილვისას სამსახური ხელმძღვანელობს საქართველოს ზოგადი ადმინისტრეციული კოდექსის მე-6 თავით გათვალისწინებული მარტივი ადმინისტრაციული წარმოებით.

2. სოციალური დახმარების გაცემის საკითხის გადაწყვეტა ხდება ინდივიდუალურად, ყოველი კონკრეტული შემთხვევის არსებითად და ყოველმხრივ შესწავლის საფუძველზე.

3. სრულყოფილი დოკუმენტაციის შემთხვევაში გადაწყვეტილების მიღება ხდება  მერის  ბრძანების საფუძველზე.

დოკუმენტაციაში ხარვეზების აღმოჩენის შემთხვევაში სამსახური მიმართავს განმცხადებელს ხარვეზის შესავსებად.

 

გარდამავალი დებულებანი

   ქალაქ  ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დახმარება გაიცემა ბენეფიციართა იმ კატეგორიაზე, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან ქალაქ ზუგდიდის  ტერიტორიაზე.

                                       

 

 


 

ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტით განსაზღვრული ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ (ადგილობრივი და დევნილი) პირთა სოციალური დახმარების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ

 

ქალაქ ზუგდიდის 2016 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარებისა და გაცემის წესის დამტკიცების წესი

ფულადი სოციალური დახმარების სახეები

არაფულადი სოციალური დახმარების სახეები

ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვა

ომის ვეტერანთა სოციალური დაცვის ღონისძიებების პროგრამა

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ( I ჯგუფი) და ონკოლოგიური ავადმყოფების სოციალური  დაცვა

მარჩენალდაკარგულ პირთა სოციალური დაცვა

ხანდაზმულთა სოციალური დაცვა

2015 წელს ხანძრით და სტიქიით (ქარბუქით, დიდთოვლობით და სხვა    სტიქიური მოვლენების შედეგად). ასევე სხვადასხვა მიზეზით უსახლკაროდ დარჩენილი   ოჯახების სოციალური დაცვა

უმწეო ოჯახების შეშით უზრუნველყოფის პროგრამა

დევნილთა მხარდაჭერის  პროგრამა

 


 

ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ (ადგილობრივი და დევნილი პირი) პირთა სამედიცინო მომსახურეობა და ძვირადღირებული მედიკამენტით დაფინანსების პროგრამა

 

                                


ასევე იხილე კატეგორიაში - პროგრამები: