GEO | ENG
სად წავიდეთტრანსპორტიტურიზმისპორტიგანათლებასამედიცინო მომსახურებასასტუმროებიბანკები

სიახლეთა არქივი

 

ჩვენ შესახებ: ისტორია, გეოგრაფიული და დემოგრაფიული მონაცემები

ზუგდიდის რაიონი მდებარეობს საქართველოს დასავლეთ ნაწილში, შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროსთან. ჩრდილოეთით რაიონის ტერიტორიას ესაზღვრება  წალენჯიხის, ჩრდილო დასავლეთიდან გალის, სამხრეთიდან და სამხრეთ-აღმოსავლეთიდან ხობისა და ჩხოროწყუს რაიონები.  დასავლეთიდან ზუგდიდის რაიონს ეკვრის შავი ზღვა.
რაიონის მეტი წილი უჭირავს კოლხეთის დაბლობს, რომელიც ჩრდილო აღმოსავლეთით ბორცვიან მთისწინეთში გადადის.
ქ. ზუგდიდი მდებარეობს ოდიშის დაბლობზე, ზღვის დონიდან 110 მ სიმაღლეზე. ზუგდიდის გეოგრაფიული კოორდინატებია: ჩ.გ. 420 30’   და ა.გ. 41051. ქალაქის ტერიტორიას ჩრდილო-აღმოსავლეთიდან სამხრეთ-დასავლეთის მიმართულებით ჰკვეთენ მდინარე ენგურის შენაკადები მდინარეები ჩხოუში და ჯუმი. 
მდინარე ჩხოუში მდინარე ჯუმის მარჯვენა შენაკადია. მისი საერთო სიგრძე 41 კმი-ია. ქალაქის ტერიტორიაზე ჩამოედინება აგრეთვე მდინარე კუჩხობონი. 
ქალაქს ჩრდილოეთით ესაზღვრება სოფ. რუხის, ჩრდილო-დასავლეთით სოფ. აბასთუმნის, სამხრეთ-დასავლეთით სოფ.ინგირის, სამხრეთით სოფ ჭითაწყარის, სამხრეთ-აღმოსავლეთით სოფ. ახალსოფლის, აღმოსავლეთით სოფ. ოდიშის ტერიტორიები.
ქალაქის ზუგდიდი შავი ზღვიდან დაშორებულია 37 კმ-ით, მანძილი უახლოეს ნავსადგურამდე 60 კმ-ია (ფოთი), მანძილი უახლოეს აეროპორტამდე 40 კმ (სენაკი), მანძილი თბილისამდე 330 კმ. ზუგდიდიდან 31 კმ-ის დაშორებით მდებარეობს კურორტი ანაკლია. 
     ქალაქში არის რკინიგზის სადგური თბილის-ჯვარის მონაკვეთზე, გადის საერთაშორისო (თბილისი-სოჭი) და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის (ზუგდიდი-მესტია, ზუგდიდი-ჩხოროწყუ, ზუგდიდი-ანაკლია) გზები.
ქალაქის ჰავა ნოტიო სუბტროპიკულია, მოკლე თბილი ზამთრითა და ხანგრძლივი ცხელი გაზაფხულ-ზაფხულით. 
ქალაქის ტერიტორია მზის სიკაშკაშის მიხედვით საკმაოდ მდიდარია. რადიაციული ბალანსის ხანგრძლივობა ზუგდიდში შეადგენს 2162 საათს წელიწადში. მზიური რადიაცია 120-130კგ/კალ.სმ2-ს.
ყველაზე ცივი თვის (იანვარი) საშუალო თვიური ტემპერატურა ნულს ზემოთაა და მერყეობს 5,4-დან 4,9 გრადუსამდე.
უთბილესი თვის (აგვისტო) საშუალო თვიური ტემპერატურე მერყეობს 22-23 გრადუსს შორის. წლიური ტემპერატურის ამპლიტუდა უფრო ხშირად მერყეობს 17-18 გრ.შორის. 0- გრადუსს ქვემოთ ტემპერატურა იშვიათად ეცემა. ტემპერატურის აბსოლუტური მინიმუმი აღინიშნულ იქნა იანვარში (-19 გრ), ხოლო აბსოლუტური მაქსიმუმი ივლისში (+40გრ.). 
ატმოსფერული ნალექების წლიური ჯამი 1616მმ-ია, აქედან ცივ პერიოდზე მოდის 647მმ, ხოლო თბილ პერიოდზე 969მმ. ნალექიან დღეთა რიცხვი 142-ია, დღეთა რიცხვი თოვლის საფარით 15-ია.
ქალაქის ტერიტორიის  ფარგლებში გაბატონებული მუსონური ხასიათის ქარები. ზაფხულის თვეებში ჭარბობენ ზღვიური ბრიზული ქარები. ქარების საშუალო სიჩქარე შეადგენს 1,3 მ/წმ. ქარის სიჩქარე წლის ცივ პერიოდში უფრო მეტია ვიდრე თბილ პერიოდში.
    ატმოსფერული ნალექების საშუალო წლიური რაოდენობა შეადგენს 1400-1600 მმ-ს. აქედან წლის თბილ პერიოდზე მოდის ნალექების რაოდენობის უმეტესობა (55-60%) - 800-900 მმ., ხოლო ცივ პერიოდზე 35-40%.
         ჰაერის ატმოსფერული ტენიანობა უდრის 60-80%-ს. ღრუბლიანობის მაქსიმუმი წლიურ სვლაში ზამთრის ბოლოს და გაზაფხულის დასაწყისში აღინიშნება, ხოლო მინიმუმი შემოდგომაზე. საერთო ღრუბლიანობის მიხედვით, ცის მოღრუბლული მდგომარეობის ალბათობა ზუგდიში 53%-ს შეადგენს. ელჭექიან დღეთა რიცხვი 36-ია, სეტყვით 2, ნისლიან დღეთა რიცხვი 14, მზიან დღეთა რიცხვი 210-ია.
ქალაქის ტერიტორიაზე გამავალ მდინარეთა წლიური ჩამონადენის 50-60% წვიმის წყლებით საზრდოობაზე მოდის. 20-25% მიწისქვეშა წყლებზე, დანარჩენი კი თოვლის ნადნობ წყალზე. 
ზუგდიდის მიდამოებში ძირითადად გავრცელებულია ეწერი, წითელმიწა და ნეშომპალა-კარბონატული ნიადაგები. კორდიან-კარბონატულ და გორაკ-ბორცვიან ზონაში მიმდინარეობს ეროზია, რაც ამცირებს მათი ნაყოფიერების დონეს. მინერალური წყაროების გამოსასვლელები და სასარგებლო წიაღისეული ქალაქის ტერიტორიაზე არ გვხვდება.  

ქალაქის ტერიტორიისა და მისი მიმდებარე რაიონების ფარგლებში საინჟინრო-გეოლოგიური და ჰიდროგეოლოგიური პირობების თვალსაზრისით, ტერიტორიების ძირითადი, დიდი ნაწილი, მცირე გამონაკლისების გარდა, ხასიათდება კარგი სამშენებლო პირობებით.
გამონაკლისს წარმოადგენს ქალაქის დასავლეთით მდებარე ბორცვოვანი ტერიტორიები და აგრეთვე მდ. ჩხოუშის ორივე ნაპირზე მდებარე დაბალი მდინარისპირა მდებარე ტერიტორიების ზოგიერთი ნაწილი, სადაც მოსალოდნელია არასასურველი უარყოფითი ფიზიკურ-გეოლოგიური მოვლენები.
კერძოდ მდინარისპირა დაბალ ადგილებში, წყალდიდობის შემთხვევაში მოსალოდნელია წყლის ჰორიზონტების მაღლა აწევა ან ზოგი ადგილების წყლის მთლიანად დაფარვაც კი.
რაც შეეხება ისეთ უარყოფით ფიზიკურ-გეოლოგიურ მოვლენებს, როგორიცაა მეწყერი, კარსტი, სელიური პროცესი ან სხვა, აღნიშნულ ტერიტორიაზე გამორიცხულია.
როგორც ზემოთ იყო აღნიშნული ქალაქი გაშენებულია ვაკე ადგილზე, მდინარე ჩხოუშის ორივე ნაპირზე. გეომორფოლოგიური თვალსაზრისით იგი იმყოფება კოლხეთის ვაკე დაბლობის ფარგლებში, კერძოდ ცენტრალური ოდიშის პლატოზე.
გეოლოგიური თვალსაზრისით ცენტრალური ოდიშის პლატო აგებულია ნალექთა წყებით, რომელთა გეოლოგიური ასაკი ზედა ცარცულიდან ძირითადად მეოთხეულამდე ცვალებადობს. შედარებით ძველი (ცარცული და პალეოგენური) ნალექებით აგებულია შემაღლებული ტერიტორიების კიდეები, ხოლო მათი შუა ნაწილი ნეოგენურ ნალექებს და მეოთხეულ კონტინენტურ წყებებს უკავიათ.
       მნიშვნელოვანი გავრცელება აქვთ მდინარეულ აკუმულატიურ ტერასებს, რომლებიც რიყნარებითა და ქვიშებითაა აგებული.
       ალევიური ნალექების სიმძლავრე, რომლებიც რიყნარებითა და მათი შემავსებელი მასალის თიხნარებითაა წარმოდგენილი, აღნიშნულ რაიონში 20 მეტრს აღემატება.
 განსაკუთრებით თვალსაჩინოდაა წარმოდგენილი ტერასათა სერია მდ. ენგურის მარცხენა ნაპირზე. აქ პლატოს ნაწილის ბრტყელი ზედაპირი აგებულია ჩაუდური კონტინენტური წყებით და დაფარულია მძლავრად განვითარებული წითელმიწა ნიადაგებით.

წინამორბედი გენერალური გეგმის სამუსაოების ფარგლებში ქალაქის სხვადასხვა ადგილებში ფიქსირებულ იქნა დაკვირვების წერტილები. (იხ. თემატური რუკა და ლითოლოგიური ჭრილები)
რუკაზე გამოყოფილია და სათანადო კონტურებსა დაფერებშიმოცემულია  სამსშენებლო თვალსაზრისით  შემდეგი თვისებების მქონე ტერიტორიები:

ჳ.    სამშენებლოდ საუკეთესო თვისებების მქონე ტერიტორიები;
ჳჳ.    სამშენებლოდ ვარგისი ტერიტორიები;
ჳჳჳ.    სამშენებლოდ შეზღუდულად ვარგისი ტერიტორიები (მათი ათვისების შემთხვევაში ნავარაუდევია გარკვეული საინჟინრო-გეოლოგიური მომზადება);
ჳვ.    სამშენებლოდ უვარგისი ტერიტორიები;
საკვლევი ტერიტორიის ამგები ქანები მათი დამუშავების სიძნელის მიხედვით მიეკუთვნებიან:
ა)    ნიადაგის ფენა ჳ კატ. საშ. მოც. წონით 1200 კგ/მ3;
ბ)    ნაყარი /სამშენებლო ნაგავით/ ჳჳჳ კატ. საშ. მოც. წონით 1800 კგ/მ3;
გ) მოჟანგისფრო პლასტიკური თიხნარი ჳჳ კატ. საშ. მოც. წონით 1750 კგ/მ3;
დ) თიხები ჳჳ კატ. საშ. მოც. წონით 1750 კგ/მ3;
ე)  რიყნარი თიხის შევსებით ჳვ კატ. საშ. მოც. წონით 1150-2000კგ/მ3;
ვ) რიყნარი თიხნარის შევსებით ჳჳჳ კატ. საშ. მოც. წონით 1900 კგ/მ3;
ზ) რიყნარი ხრეშის საშუალო მარცვლოვანი ქვიშის შევსებით ჳჳჳ კატ. 1850-1100კგ/მ2;
შენობებისა და ნაგებობების მშენებლობა შესაძლებელია დაფუძნებულ იქნას შემდეგ ქანებზე:
1.    თიხნარებზე, რომლებზედაც დასაშვები ჭინვა ტოლია 1,5-2,0 კგ/სმ2;
2.    რიყნარებზე თიხის შემავსებით, დასაშვები ჭინვა ტოლია 3,0-3,5 კგ/სმ2; 
/ საძირკვლების ფუძის 1,5-2,0 მ ჩაღრმავების შემთხვევაში/
3.    რიყნარისათვის ხრეშისა და წვრილმარცვლოვანი ქვიშის შევსებით 4,0კგ/სმ2;
4.    რიყნარისათვის თიხნარის შევსებით 3,5 კგ/სმ2;
5.    კენჭნარისათვის თიხნარის შევსებით 3,0 კგ/სმ2;

დასკვნა:
საინჟინრო-გეოლოგიური გამოკვლევებით მიღებული მონაცემების საფუძველზე შეიძლება აღინიშნოს:

1.    მორფოლოგიურად საკვლევი უბანი წარმოადგენს მდ. ჩხოუშის მარცხენა ნაპირის ძველი ჭალისზედა ტერასის ნაწილს, რომლის ლითოლოგიურ აგებულებაში ძიების სიღრმემდე 12-13 მ, ძირითადად მონაწილეობდნენ მდ. ჩხოუშის ტერასული ნალექები, კერძოდ: მსხვილ მარცვლოვანი თიხიანი ქვიშა და ხრეში კენჭნარის მინარევით, წვრილი და საშუალო ფრაქციის კენჭნარები თიხნარის შემავსებლით, წვრილი და საშუალო ფარქციის კენჭნარები კაჭარის მინარევით, თიხიანი ქვიშის /ქვიშნარის/ შემავსებლით. ტერასული ნალექები ზევიდან დაფარულია 1-1,8 მ სისქის ყავისფერი, რბილპლასტიკური კონსისტენციის ლიტერიტული თიხებით, ხოლო ეს უკანასკნელი კი 0,5-1,8 მ სისქის თიხის ნაყარით, სამშენებლო ნაგვისა და კაჭარის ნარევით.
2.    საინჟინრო-გეოლოგიური პირობების თვალსაზრისით უბანი იმყოფება კარგ პირობებში, ვინაიდან აქ უარყოფით ფიზიკურ –გეოლოგიურ პროცესებს ადგილი არა აქვს.
3.    ჰიდროგეოლოგიური თვალსაზრისით, საკვლევი უბანი ხასიათდება მიწისქვეშა წყლების ორი ჰორიზონტით, რომელთაგან პირველი მიწის ზედაპირიდან 2,0-2,5 მ სიღრმის ფარგლებში დაკიდულ ხასიათს ატარებს და გენეტურად დაკავშირებული უნდა იყოს სხვადასხვა სანტექნიკური და ფეკალური ორმოებიდან გაჟონვებთან, ხოლო მეორე მიწის ზედაპირიდან 8,1-10,0 მეტრის სიღრმეზე გამოვლინებული გრუნტის წყლები გენეტურად დაკავშირებული არიან მდ. ჩხოუშის ფილტრატებთან. ქიმიური ანალიზების თანახმად ამ წყალს არ ახასიათებს არცერთი სახის აგრესიულობა ნებისმიერ ცემენტზე დამზადებული ბეტონების მიმართ.
4.    საძირკვლების საყრდენ გრუნტად გამოყენებულ უნდა იქნეს ყავისფერი თიხნარის შემავსებლიანი წვრილი და საშუალო ფარაქციის კენჭნარები
5.    საქართველოს სეისმური დარაიონების მიხედვით საკვლევი უბანი იმყოფება 7 ბალიანი სეისმურობის ზონაში.
6.    დამუშავების სიძნელის მიხედვით საკვლევ უბანზე გავცელებული გრუნტები მიეკუთვნებიან:
ა)    ნაყარი- თიხის, სამშენებლო ნაგვის და კაჭარის ნარევი ჳჳჳ კატ.საშ. მოც. წონით 1800 კგ/მ3;
ბ)    თიხა ყავისფერი რბილპლასტიური  ჳჳ კატ. საშ. მოც. წონით 1800 კგ/მ3;
გ) თიხა ყავისფერი რბილპლასტიური, ლატერიტული ჳჳჳ კატ. საშ. მოც. წონით 1900 კგ/მ3;
დ) ქვიშა მსხვილმარცვლოვანი, თიხიანი და ხრეშიანი კენჭნარების მინარევით ჳჳ კატ. საშ. მოც. წონით 1750 კგ/მ3;
ე) წვრილი და საშუალო ფრაქციის კენჭნარი თიხნარის /ქვიშნარის/ შემავსებლით ჳჳჳ კატ. საშ. მოც. წონით 1950 კგ/მ3;

ქ. ზუგდიდის დემოგრაფიული ვითარება შეესაბამება  ქვეყნის საერთო ტენდეციებს, თუმცა აქ უფრო პოზიტიური სურათია დაფიქსირებული, ვიდრე თუნდაც საქართველოს სხვა რეგიონებში, რაც დემოგრაფიული ქცევის  ადგილობრივი ტრადიციებით, ადგილობრივი სუბკულტურით  აიხსნება.

2002 წლის აღწერის მონაცემებით ქ. ზუგდიდში ცხოვრობდა 69,0 ათ.  კაცი.
ქ. ზუგდიდში დევნილთა 46,3% ცხოვრობს. სულ 29383 ადამიანი. კერძო სექტორში ჩასახლებულია 17380, ხოლო ორგანიზაციებში 12003 ადამიანი.

2002 წლის აღწერის მიხედვით ქ. ზუგდიდში სქესთა თანაფარდობის მაჩვენებელია:  ქალები 52,9%, მამაკაცები 47,1%. 
ქალაქში მატულობს საშუალო და ხანდაზმული ასაკის მოსახლეობის ხვედრითი წილი, რაც მოსახლეობის მარტივი კვლავწარმოების დემოგრაფიული ქცევისათვის ტიპიურია. 
შეინიშნება მოსახლეობის დაბერების ტენდენცია. 60 წელს გადაცილებული მოსახლეობის ხვედრითი წილი ქ. ზუგდიდში 13,5% -ია. 
დასაქმებულთა წილი  მაღალია არასახელმწიფო სექტორში, რომელზედაც მოდის დასაქმებულთა 86,7%.
2002 წლის აღწერის მონაცემებით მიგრაციული სალდო დადებითია და შეადგენს 3050 კაცს. 

     

ქ.ზუგდიდში მრეწველობის სწრაფი ტემპით განვითარება ხხ საუკუნის ჳჳ ნახევრიდან იწყება. საბჭოთა პერიოდში აქ 18 სამრეწველო საწარმო ფუნქციონირებდა.  ზუგდიდში ფუნქციონირებდა ამიერკავკასიაში ერთადერთი ქაღალდის კომბინატი, ფაიფურის ქარხანა, კვების, საშენ მასალათა მრეწველობის,  მანქანათმშენებლობის, ლითონდამუშავების, ხე-ტყისა და მსუბუქი მრეწველობის საწარმოები.
      საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომ იმ საწარმოებმა რომლებიც საბჭოთა კავშირის ეკონომიკური სისტემის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენდნენ  შეწყვიტეს ფუნქციონირება. ქალაქის, ისევე როგორც მთელი ქვეყნის,  ეკონომიკურ პოტენციალს დიდი დაღი დაასვა 90-იანი წლების მოვლენებმა, მათ შორის სამოქალაქო ომმა. 

გარდამავალი პერიოდის ეკონომიკა ძირითადად აღმოცენებულია საბჭოთა სოციალისტურ ეკონომიკურ სისტემაზე. საქართველოს დამოუკიდებელი სამრეწველო პოლიტიკა არასოდეს ქონია. მისი მრეწველობის დარგობრივი სტრუქტურა, განვითარების პრიორიტეტები, მასშტაბები, განისაზღვრებოდა ერთიანი საკავშირო სახალხომეურნეობრივი ინტერესებით. დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ შიდა და საგარეო ბაზრის დაკარგვის, საბრუნავი საშუალებების მწვავე დეფიციტის, საბანკო კრედიტებისადმი მიუწვდომლობის, კონკურენტუნარიანი პროდუქციის ათვისებისათვის საჭირო ინვესტიციების უქონლობის მიზეზით, პრაქტიკულად კითხვის ქვეშ დადგა ქვეყანაში მრეწველობის მთელი რიგი დარგების და ცალკეული საწარმოების შენარჩუნების და ამოქმედების პერსპექტივა. როგორც დამოუკიდებელი ქვეყნის ეკონომიკაზე ამჯერად გავლენას ახდენს აგრეთვე გეოპოლიტიკური მდგომარეობა-სახელმწიფოთაშორისი მდგომარეობის ხარისხი. ძველი ეკონომიკური კავშირების მოშლამ საწარმოთა დიდი ნაწილის გაჩერება გამოიწვია. ქვეყნის ეკონომიკური განვითარების კურსად  განსახელმწიფოებრიობა და საბაზრო ეკონომიკა იქნა მიღებული. საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლამ სერიოზული სტრუქტურული გარდაქმნები გამოიწვია, რასაც  მოჰყვა ცალკეული საწარმოების და ორგანიზაციების პროფილის შეცვლა, ხოლო ზოგიერთის დახურვა, გარკვეული რაოდენობის  მუშახელის  გამოთავისუფლება  და  შედეგად  უმუშევრობა. 
დ    1995 წლიდან ქ. ზუგდიდში სწრაფი ტემპით დაიწყო ყველა სფეროს აღორძინება-განვითარება.
გარდამავალ პერიოდში სახელმწიფოს მხრიდან სოციალურ-ეკონომიკური პროცესების რეგულირებისათვის 1994 წელს მიღებული იქნა ,,მაკროეკონომიკური სტაბილიზაციისა და სისტემური ცვლილებების ანტიკრიზისული პროგრამა~, 1995 წელს ,,სოციალურ-ეკონომიკური განვითარების 1996-2000 წლების ინდიკატიური გეგმა~, ხოლო 2001 წელს ,,საქართველოს სოციალ-ეკონომიკური განვითარების 2001-2005 წლების ინდიკატიური გეგმა~. გარდამავალი პერიოდის ეკონომიკური რეფორმების ცენტრალური მიმართულება იყო სახელმწიფო ქონების განსახელმწიფოებრიობა-პრივატიზაცია, როგორც სახელმწიფოს მხრიდან ეკონომიკის მნიშვნელოვანი მარეგულირებელი მექანიზმი. პრივატიზაციამ ეკონომიკის მსხვილი სამეურნეო სისტემების რღვევა და მათ ბაზაზე დაქუცმაცებული საწარმოების მასობრივად შექმნა განაპირობა.

 

     

     

 

 

 

 

 


ასევე იხილე კატეგორიაში - ჩვენ შესახებ: