GEO | ENG
სად წავიდეთტრანსპორტიტურიზმისპორტიგანათლებასამედიცინო მომსახურებასასტუმროებიბანკები

სიახლეთა არქივი

 

პროგრამები: ეკონომიკა და ინფრასტრუქტურა

          ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია

ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ეკონომიკური და ურბანული განვითარებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება. აღნიშნული მიმართულება ბიუჯეტის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ამ პრიორიტეტის ფარგლებში ხორციელდება საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა, ქალაქის მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების ეზოების, დასასვენებელი პარკების რეაბილიტაცია, ქალაქის ცენტრში არსებული ტროტუარების კეთილმოწყობა. ამასთან, ქალაქის ურბანული განვითარების ერთ–ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს გარე განათების არსებული სისტემის მოვლა–შენახვა და ქსელის გაფართოება, ასევე სანიაღვრე და წყალარინების სისტემების რეაბილიტაცია და ახლის მშენებლობა. მუნიციპალური ინფრასტრუქტურის  მშენებლობისა და რეაბილიტაციის გარდა პრიორიტეტის ფარგლებში ხორციელდება არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა–შენახვა. ინფრასტრუქტურის განვითარებისა და მოვლა-შენახვისათვის თანხები გამოიყოფა როგორც ადგილობრივი, ასევე სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

                  
 
 

ასევე იხილე კატეგორიაში - პროგრამები: