GEO | ENG
სად წავიდეთტრანსპორტიტურიზმისპორტიგანათლებასამედიცინო მომსახურებასასტუმროებიბანკები

სიახლეთა არქივი

 

მუნიციპალური პროგრამები: საინვესტიციო პროექტები

   ქალაქ ზუგდიდის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის ეკონომიკური სტრატეგიისა და საინვესტიციო პოლიტიკის განყოფილების მიერ (მერიის სამსახურებთან თანამშრომლობით)  მომზადდა  2016-2020 წლების ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის განვითარების ხედვისა და საშუალოვადიანი პრიორიტეტების დოკუმენტი.

   მონიტორინგი ჩაუტარდა ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეის ტერიტორიაზე  2015 წლისთვის მიმდინარე და განხორციელებულ კერძო ინვესტიციებს. ინვესტიციების ჯამურმა მაჩვენებელმა (მათი მონაცემებით) შეადგინა 11 300 000 ლარი.

  2015 წელს დონორი ორგანიზაციებთან აქტიური მუშაობით ქალაქის ტერიტორიაზე განხორციელდა ინვესტიციები, კერძოდ:

   N 15 სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებაში მოეწყო ენერგოეფექტური  (ბიომასაზე მომუშავე) ცენტრალური გათბობის სისტემა, ასევე ბაღის შენობას ჩაუტარდა ენერგოეფექტური ღონისძიებები -ადრე არსებული  ფანჯრები შეიცვალა მეტალოპლასმასის ფანჯრებით.  ინვესტიციის მოცულობამ შეადგინა 85.500 ათასი ლარი.  პროექტი განხორციელდა მერიის მხრიდან (დამატებით  21 000 ლარის) თანამონაწილეობით, ხოლო  დონორი ორგანიზაცია იყო - „ენერგოეფექტურობის ცენტრი საქართველო“.

    „ვინროკ ინტერნაშიონალ საქართველოს“  მიერ დაფინაფსდა ქ. ზუგდიდის  შ. ხუბულავასა და  თაბუკაშვილის ქუჩების გარე განათება ენერგოეფექტური ლედ სანათებით.  ინვესტიციის მოცულობამ შეადგინა   50 000  დოლარი. (პროექტი განხორციელების ეტაპზეა)

   შპს ,,ლაგენბახ ლენდსკეიპს“-თან გაფორმდა -  ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიტოვებული და ფუნქციადაკარგული მიწის ნაკვეთების ათვისების, გამოყენებისა და მასზე ეკოლოგიურად სუფთა მდგრადი დეველოპმენტის შექმნასთან დაკავშირებით ინვესტირების მემორანდუმი (ინვესტიციის მოსალოდნელი საწყისი მოცულობა შეადგენს  200 000 ევროს)

   შემუშავდა ქალაქ ზუგდიდის მერიაშიის ,,სოციალურად დაუცველი“ სტატუსის მქონე ოჯახების საცხოვრებელი სახლების სარეაბილიტაციო დროებითი კომისიის დებულება

  ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში შემოსული წერილების საფუძველზე დადგინდა, რომ ყველა საცხოვრებელ კორპუსებში თითქმის იდენტური პრობლემებია. მერიის ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკის განვითარების სამსახურში, შემოსული 70-მდე კორესპონდენციების შესწავლის საფუძველზე გამოვლენილ იქნა საცხობრებელ კორპუსებში არსებული პრობლემები. შესაბამისად გამოვლინდა საჭიროებები, რომელთა მოგვარებაც უახლოეს პერიოდშია  დასაგეგმი:

ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მიერ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების მონაცემთა ბაზის შექმნა.
საცხოვრებელ კორპუსებში სადაც არ ფუნქციონირებს ამხანაგობები, მათი  შექმნის ხელშეწყობა.
ამხანაგობების მიერ საცხობრებელი კორპუსების ტექნიკური პასპორტების მომზადება.
ამხანაგობების მიერ საცხოვრებელი კორპუსების მომიჯნავე ნაკვეთის (ეზოს) საზღვრების დადგენა, საერთო სარგებლობაში არსებული (ამხანაგობის) ქონების დადგენა.

არსებული პრობლემებიდან პრიორიტეტების გამოვლენა ამხანაგობებთან ერთობლიობაში.
ამხანაგობების მიერ საბინაო ფონდის შექმნის ხელშეწყობა.   
ამხანაგობებთან სისტემატური, ეფექტური, საკომუნიკაციო სტრუქტურის შექმნა.

შეიმუშავებულ იქნა (თბილისის, რუსთავის, ბათუმის, ქუთაისის გამოცდილებების გათვალისწინებით) ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამა და მომზადდა „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის” განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესის დადგენილების პროექტი. ასევე შეიქმნა მონაცემთა ბაზა და  სააღრიცხვო ბარათი.

   პროექტის წარმატებით განსახორციელებლად ვთანამშრომლობთ როგორც ადგილობრივ ასევე საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებთან.

      აწარმოე საქართველოს ფარგლებში აქტიურად ვმონაწილეობდით რეგიონში ჩატარებულ საკოორდინაციო შეხვედრების ორგანიზებაში

   2015  მერიაში ქალაქ ზუგდიდის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის ეკონომიკური სტრატეგიისა და საინვესტიციო პოლიტიკის განყოფილებაში შემოსული 120-მდე  კორესპონდენციებიდან  შესასწავლ 78 წერილებზე  დროულად გაკეთდა რეაგირება.

  განყოფილების მიერ მომზადდა და ინიცირებულ იქნა 30-დე  წერილი დონორ ორგანიზაციების, ფონდების, სამინისტროების,  არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სხვა პარტნიორი ორგანიზაციების მიმართ.

  ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია როგორც „მერების შენათხმების“ ხელმომწერ  ქალაქსმ,  ევროსაბჭოს კომისიის მიერ დაუმტკიცდა 2014-2020 წლების მდგრადი ენერგეტიკული განვითარების გეგმა - (SEAP).

 ასოციაცია „ათინათთან“ ერთად ჩავატარეთ „მერების შეთანხმებით„ გათვალისწინებული-ენერგეტიკის დღეების ფარგლებში,  დედამიწის დღის აღსანიშნავი ღონისძიებები.

  ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში კლიმატის ცვლილებების, გარემოს დაცვისა, და მდგრადი განვითარების, ასევე, ,,მერების შეთანხმებით’’ აღებული ვალდებულებების შესრულების ხელშეწყობის მიზნით შეიქმნას  ამ საკითხებზე მომუშავე სამუშაო ჯგუფი.


ასევე იხილე კატეგორიაში - მუნიციპალური პროგრამები: