GEO | ENG
სად წავიდეთტრანსპორტიტურიზმისპორტიგანათლებასამედიცინო მომსახურებასასტუმროებიბანკები

სიახლეთა არქივი

 

ცნობარი: ვაკანსია

ვაკანსიის დასახელება:

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების უფროსი

 

მოთხოვნები:

მინიმალური განათლება - უმაღლესი განათლება;

სამუშაო გამოცდილება - 2 წელი;

სასურველი ასაკი - 18 დან.

 

თანამდებობრივი სარგო: 1500

კონკურსის ეტაპები :

განცხადების გადარჩევა

გასაუბრება

 

ფუნქციები:

განყოფილების საქმიანობის წარმართვა;
დავალებების განაწილება განყოფილების თანამშრომელთა შორის და მათი სამსახურებრივი ზედამხედველობა;
მოხელეთა მიერ დავალებების შესრულების ვადებზე ზედამხედველობა;
შესაბამისი წინადადებების მომზადება სამსახურის უფროსისათვის, ხელმძღვანელებისათვის;
ადგილობრივ დონეზე ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების ხელშეწყობის მიზნით წინადადებებისა და მუნიციპალურ პროგრამათა მომზადება;
ახალგაზრდობის პრობლემების შესწავლა, წინადადებათა შემუშავება არსებული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით;
სპორტის მუნიციპალური პროგრამების შემუშავება;
სპორტის მუნიციპალურ პროგრამათა განხორციელების კოორდინაცია;
მუნიციპალური სტადიონების, სპორტული მოედნების, საცურაო აუზების, სპორტული კომპლექსების მართვა;
მასობრივი სპორტის განვითარების ხელშეწყობა.

 

დამატებითი მოთხოვნები

სასურველია კანდიდატს გააჩნდეს საჯარო სამსახურში მუშაობის სტაჟი.
სასურველი უნარ-ჩვევები:

 

დროის ეფექტური მართვა;
შემოქმედებითი აზროვნება;
კრეატიულობა/ინოვაციურობა;
შეხვედრებისა და მოლაპარაკების წარმოების უნარი;
წერითი და ვერბალური კომუნიკაციის (მათ შორის ელექტრონული მიმოწერის) უნარი;
პასუხისმგებლობა, კომუნიკაბელურობა, აქტიურობა, კოლეგიურობა;
დეტალებზე ორიენტირებულობა;
ანალიზისა და არგუმენტაციის უნარი.

 

თემატიკა

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ) საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“;

გ) „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ ევროპული ქარტია;

http://www.zugdidicity.gov.ge/files/images/news_files/593/gallery1/evropuli%20qartia%20tvitmmartvelobis%20shesaxeb.doc

დ) საქართველოს კანონი  „საჯარო სამსახურის შესახებ“;

ე) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

ვ) საქართველოს კანონი „სპორტის შესახებ";

ზ) ,,ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №3 დადგენილება;

თ) ,ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის,  განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014  წლის 01 აგვისტოს  № 12 დადგენილება.

 

დამატებითი ინფორმაცია

კონკურსში მონაწილეობის მსურველმა კანდიდატმა საკონკურსო-საატესტაციო კომისიას უნდა წარუდგინოს:

ა) განაცხადი მხოლოდ ელექტრონული ფორმით საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებ-გვერდის (www.hr.gov.ge) მეშვეობით:
 

ბ) საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებულ ვებ-გვერდზე (www.hr.gov.ge) „ჩემი რეზიუმე“-ს შესაბამის ბლოკში კანდიდატმა უნდა ატვირთოს:

ბ.ა) უმაღლესი (ბაკალავრი/მაგისტრი) განათლების დამადასტურებელი მოწმობის ასლი, ხოლო უცხო ენაზე გაცემული უმაღლესი განათლების დამადასტურებელი მოწმობის არსებობის შემთხვევაში, ასევე ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი;

ბ.ბ) სამსახურის სტაჟის დამადასტურებელი, სათანადოდ გაფორმებული დოკუმენტის - შრომის წიგნაკის (არსებობის შემთხვევაში) ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ცნობა (და არა თანამდებობაზე დანიშვნის/გათავისუფლების ბრძანებები), დამოწმებული ბეჭდითა და ხელმოწერით, რომელშიც ასახული იქნება სამსახურის დაწყებისა და დასრულების სრული თარიღები და დაკავებული თანამდებობა.

ბ.გ) აუცილებელია, კანდიდატმა რეკომენდატორების გრაფაში მიუთითოს მინიმუმ 2 რეკომენდატორის სახელი, გვარი, სამუშაო ადგილი, თანამდებობა და საკონტაქტო ინფორმაცია.

ბ.დ) ასევე აუცილებელია კანდიდატმა წარმოადგინოს სამოტივაციო წერილი.

უპირატესობა მიენიჭება კანდიდატს, რომელსაც „ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსისა და ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელის ატესტაციის ტესტირების ეტაპების ჩატარების მეთოდიკის, თემატიკისა და შეფასების კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ" საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსის 2014 წლის 10 სექტემბრის №73/სა ბრძანების შესაბამისად გადალახული აქვს ტესტირების ეტაპზე მინიმალური ზღვარი (ქულა არანაკლებ 33).
 კანდიდატი ვერ გადავა კონკურსის შემდეგ ეტაპზე, თუ იგი არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს ან არასრულყოფილად იქნება წარმოდგენილი მითითებული დოკუმენტაცია.
კონკურსის ყოველი ეტაპის შედეგები კანდიდატს ეცნობება მის მიერ აპლიკაციაში მითითებული ელექტრონული ფოსტის მისამართზე და ასევე გამოქვეყნდება ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ვებ-გვერდზე (www.zugdidicity.gov.ge -„ვაკანსიის“ ველში).

       საკონკურსო-საატესტაციო კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს და გამარჯვებულს გამოავლენს კომისიის წევრთა ხმათა უმრავლესობით, განცხადების წარდგენის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.


ასევე იხილე კატეგორიაში - ცნობარი: