GEO | ENG
სად წავიდეთტრანსპორტიტურიზმისპორტიგანათლებასამედიცინო მომსახურებასასტუმროებიბანკები

სიახლეთა არქივი

 

მერიის სამსახურები: არასამეწარმეო არაკომერციული იურიდიული პირები

ა.ა.ი.პ. ,,კეთილმოწყობის ცენტრი"

ა.ა.ი.პ. ,,კეთილმოწყობის ცენტრი"

დირექტორი: მამუკა ციმინტია

მისამართი: ზუგდიდი, რუსთაველის ქ. #90

ტელეფონი: 595 07 77 72

(0 415) 22-27-11 

E-mail:  ketilmowyoba90@yahoo.com

ა.ა.ი.პ. ,,ზუგდიდდასუფთავება"

ა.ა.ი.პ. ,,ზუგდიდდასუფთავება"

დირექტორი: ნუგზარ მალაშხია

მისამართი: ზუგდიდი, რუსთაველისქ. #90

ტელეფონი: 595 22 25 44

(0 415) 25 31 08

e-mail: zdasuftaveba@mail.ru


 

                        

ა.ა.ი.პ. ,,ქალაქ ზუგდიდის ცენტრალური ბიბლიოთეკა"

ა.ა.ი.პ. ,,ცენტრალური ბიბლიოთეკა"

დირექტორი: მანანა გვარამია

მისამართი: მ. კოსტავას ქ. 58

ტელეფონი: 593 15 14 70

e-mail: managvaramia@yahoo.com

ა.ა.ი.პ. ,,სასაფლაოების მართვის ცენტრი"

ა.ა.ი.პ. ,,სასაფლაოების მართვის ცენტრი

დირექტორი: მალხაზ ფარცვანია

მისამართი: ზუგდიდი, რუსთაველის ქ. #89

ტელეფონი: 595 53 70 00        577 18 01 71

e-mail: qzmsmc@mail.ru


 

ა.ა.ი.პ. ,,მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლე"

ა.ა.ი.პ. ,,მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლე"

დირექტორი: ნინელი ჭითანავა

მისამართი: ზუგდიდი, მეუნარგიას ქ. #6 

ტელეფონი: 593 31 39 31

(0 415) 25 21 50, (0 415) 25 21 05 

e-mail: m.a.sasaxle@gmail.com


 

    ზუგიდიდის მოსწავლე ახალგზრდობის სასახლე ქალაქსა და რაიონში ერთადერთი სკოლისგარეშე მრავალპროფილიანი სასწავლო–საგანმანათლებლო დაწესებულებაა, რომელიც ემსახურება მოზარდთა ინტელექტუალურ, ზნეობრივ და სულიერ განვითარებას. სასწავლო გეგმები და პროგრამები აგებულია ისე, რომ გათვალისწინებულია მოსწავლეთა ინდივიდუალური შესაძლებლობები, ინტერესის სფეროები და ასაკობრივი თავისებურებები.
სასახლეს ლამაზი ისტორიული წარსული და კულტურული მემკვიდრეობა აქვს. მის კედლებში გაიზარდა მრავალი გამოჩენილი ადამიანი, მათ შორის სასახლის ამჟამინდელი ხელმძღვანელი და პედაგოგები.
1938 წლის 12 მარტს ზუგდიდში დიდი ზეიმით აღინიშნა პიონერთა რაიონული კლუბის გახსნა, რომელიც განთავსებული იყო ხის ორსართულიან, აივნიან შენობაში. მიუხედავად იმისა, რომ იგი იდეოლოგიური დაწესებულება იყო, დიდი როლი ითამაშა ქალაქის კულტურულ ცხოვრებაში და იმთავითვე შესძლო გამხდარიყო მოზარდთა მრავალმხრივი კულტურული აღზრდის ცენტრი.
პიონერთა რაიონული კლუბის დირექტორი იყო ქალბატონი შურა ფარჯიკია.
კლუბში ფუნქციონირებდა დრამატული წრე (ხელმძღვანელი ლიდა ბოჯგუა),
მომღერალთა გუნდი (ლოტბარი გალაქტიონ ჭელიძე), ქორეოგრაფიული ანსამბლი
(ხელმძღვანელი ვარლამ ალანია), ევროპული ცეკვების შემსწავლელი წრე (ხელმძღვანელი
ანეტა იაშვილი), სასულე ორკესტრი და სხვა.
რაიონულმა კლუბმა განსაკუთრებით დიდი როლი ითამაშა სამამულო ომის წლებში.
იმ პერიოდის აქტივისტი, შემდგომში პიონერთა ბანაკის დირექტორი, ქალბატონი ვენერა სიჭინავა თავის წერილში იხსენებდა, რომ პიონერები აგროვებდნენ თბილ ტანსაცმელს, სურსათს და ამანათებს აგზავნიდნენ ფრონტზე. ატარებდნენ გასამხნევებელ კონცერტებს დაჭრილებისთვის, სწავლობდნენ მორზეს ანბანს და მუშაობდნენ ტელეგრაფისტებად.
რაიონული კლუბი წლების მანძილზე ვითარდებოდა და გადაიქცა ქალაქისა და რაიონის პიონერთა სახლად, ხოლო 1967 წელს, მას შემდეგ რაც ზუგდიდი გახდა რესპუბლიკური დაქვემდებარების ქალაქი, მიენიჭა მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის
სტატუსი.
სხვადასხვა დროს სასახლის დირექტორები იყვნენ შურა ფარჯიკია, ხუტა ბაღათურია,ერნა თოდუა, ლამარა სიჭინავა, იზაბელა ჯანაშია, ჯულიეტა კეიდია.
1993 წლიდან სასახლეს ხელმძღვანელობს ქალბატონი ნინელი ჭითანავა.
წლების მანძილზე ზუგდიდის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლე თვალსაჩინო
ადგილს იკავებს რესპუბლიკურ ღონისძიებებზე, დიდი წარმატებები აქვთ არა მარტო მხატვრულ კოლექტივებს, არამედ სასახლის ინტელექტუალური ჯგუფებისა და ტექნიკური შემოქმედების წრის წევრებს.
სასახლეში დღეისათვის ფუნქციონირებს ქორეოგრაფიული სტუდია და ანსამბლი
,,მტრედები“, ხელმძღვანელი გურგენ სამუშია.
სამეჯლისო – სპორტული ცეკვების სტუდია და ანსამბლი ,,ეზი“, ხელმძღვანელები:
ქეთევან შამათავა, გრიგოლ და ლიკა კაპანაძეები.
მუსიკალურ – თეატრალური სტუდია ,,რიბი–რაბო“, პედაგოგები: ნინო მამფორია, ეკა კერესელიძე, ნატა კემულარია, ნათია ზარანდია, მაია ჩიტაია.
დრამატული სტუდია, ხელმძღვანელი ნონა ტოტოჩავა.
ვოკალურ–ინსტრუმენტალური ბენდი ,,ზუგდიდი“, ხელმძღვანელი ზურაბ კანკია.
ვოკალური ანსამბლი ,,რეტრო“, ხელმძღვანელი ნანა ნოდია.
ხალხურ საკრავთა ორკესტრი ,,მაფშალია’’ და ფოლკლორული გუნდი ,,მახარია“, ხელმძღვანელები: ქეთევან კილასონია და ნონა მაქაცარია.
ქორეოგრაფიული სტუდია და ანსამბლი ,,იგრიკა“, ქორეოგრაფი ელგუჯა მამალაძე.
ლიტერატურის კაბინეტი, პედაგოგი მაია თოდუა.

მათემატიკის წრე, პედაგოგი რუსუდან შონია.
ინგლისური ენის შემსწავლელი წრე, პედაგოგი ნანა დარასელია.
ტექნიკური შემოქმედების წრე, პედაგოგი რევაზ კიტია.
გიტარის შემსწავლელი წრე, პედაგოგი ვასილ მამფორია.
მხატვრული კითხვის წრე, პედაგოგები ნინელი ჭითანავა და ნონა ტოტოჩავა.
ყოველი წლის, 14 აპრილს, ქართული ენის დღეს, საზეიმოდ იხსნება მოსწავლე ახალგაზრდობის დღეები. მისი პროგრამა მეტად მრავალფეროვანია, ტარდება კალიგრაფისტთა, მხატვრული კიტხვის, ასფალტზე ხატვის, შემოქმედთა, ნორჩ მხაზველთა, მათემატიკის, ვოკალური სიმღერების საუკეთესო შემსრულებელთა, ქართული ტრადიციული და ხალხური სიმღერების, საბავშვო სპექტაკლების, ბავშვთა ხელნაკეთობების, ნახატებისა და პლაკატების კონკურსები, მხიარული ასპარეზობა ,,აბა გოგონებო“, შემოქმედებითი შეხვედრები.
ამ კონკურსებში ყოველწლიურად მონაწილეობს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების 2000 – მდე მოსწავლე. გამარჯვებულებს გადაეცემათ შესაბამისი დიპლომები და სიგელები.
მოსწავლე ახალგაზრდობის დღეები საზეიმოდ იხურება 1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს.
სასახლეში დიდი პოპულარობით სარგებლობს ინტელექტუალური კლუბები ,,რა? სად? როდის?“ და ,,ყველაზე ჭკვიანი“, ხელმძღვანელი ჯენეტი ქვარცხავა.
უმცროსკლასელთა ინტელექტუალური კლუბი ,,ჭკუის კოლოფი“, ხელმძღვანელი ნათია ჭთანავა.
1996 წლიდან სასახლეში ფუნქციონირებს ბავშვთა თვითმმართველობა ,,ოდაბადე“, რომელშიც გაერთიანებული არიან ბავშვთა სასკოლო თვითმმართველობის ლიდერები. მის ბაზაზე ფუნქციონირებს სადისკუსიო კლუბი ,,გასაღები“, სადაც მოსწავლეები პერიოდულად ატარებენ დისპუტებს მათთვის აქტუალურ და საჭირბოროტო საკითხებზე, ქალაქის ფართო საზოგადოების თვალსაჩინო წარმომადგენლების მონაწილეობით.
სასახლეში ყოველწლიურად ტარდება მოსწავლეთა სასწავლ–შემოქმედებითი კონფერენციის რაიონული ტური. მასში მონაწილეობას ღებულობენ ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის VII–XII კლასის ის მოსწავლეები, რომელთა ნამუშევრები მოწონებულ იქნა სასკოლო ტურზე.
კონფერენციაზე მუშაობს 24 სექცია: ქართული ენის, ქართული ლიტერატურის, ფოლკლორის, შემოქმედ–მოსწავლეთა, უცხოური ენები, საქართველოს ისტორიის, ეთნოგრაფიის და ნორჩ არქეოლოგთა, ძეგლთა დაცვის, რელიგიის ისტორიის, გეოგრაფიის, სამართალმცოდნეობის, ხელოვნებათმცოდნეობის, ბიოლოგიის, ქიმიის, მათემატიკის, ინფორმატიკის, გეოეკოლოგიის, ფიზიკის, ასტრონომიის, რადიოტექნიკის, საინჟინრო გრაფიკის, არქიტექტურის, ტურიზმისა და მთასვლელთა, ნორჩ ჟურნალისტთა და ბავშვთა უფლებათა დაცვის. ავტორები არ იზღუდებიან თემატიკით, შესაძლებელია ჯგუფური ნამუშევრების წარმოდგენა. (არაუმეტეს სამი ავტორისა).
სასახლის მხატვრული კოლექტივების, შემოქმედებითი ჯგუფებისა და წრეების მოსწავლეთა მონაწილეობით სისტემატიურად ტარდება სხვადასხვა სახის მასობრივი ღონისძიებები, რომელიც მიზნად ისახავს აღსაზრდელთა საქმიანობას, პოპულარიზაციას, მათი მიღწევების ფართო საზოგადოებისათვის გაცნობას. სასახლის კოლექტივები ყოველთვის გამოირჩევიან არა მათი საქალაქო ღონისძიებებზე, არამედ მაღალ სეფასებებს იმსახურებენ სხვადასხვა რესპუბლიკურ და საერთაშორისო კონკურსებსა და ფესტივალებზე.

                    

ა.ა.ი.პ. ,,სკოლამდელ დაწესებულებათა ცენტრი"


ა.ა.ი.პ. ,,სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებათა ცენტრი"



დირექტორი: ელისო ყალიჩვა

მისამართი: ზუგდიდი, რუსთაველის ქ. #79

ტელეფონი595 00 80 93

0(415) 25 00 79             0(415) 25 35 89

e-mail: skolamdelicentri@gmail.com

 


 
 
                   

ა.ა.ი.პ. ,,სპორტის განვითარების ცენტრი"

ა.ა.ი.პ. ,,სპორტის განვითარების ცენტრი"

დირექტორი: გოჩა ჩიქოვანი

მისამართი: ზუგდიდი, რუსთაველის ქ. #79

ტელეფონი:  591 81 00 01

e-mail: zugdidisportiscentri@mail.ru

 

ა.ა.ი.პ. ,,სამხატვრო გალერეა"

ა.ა.ი.პ სამხატვრო გალერეა

დირექტორი: აბელ კალანდია

მისამართი:  ზუგდიდი  ზვიად გამსახურდიას გამზირი 28

საკონტაქტო მონაცემები:  571 76 00 99   22 26 62

e-mail: zg.galerea@gmail.com

 

ა.ა.ი.პ. ,,სამხატვრო სკოლა"

ა.ა.ი.პ. ,,სამხატვრო სკოლა"

დირექტორი: ჯანსუღ ჭურღულია

მისამართი: ზუგდიდი, რუსთაველის ქ. #79

ტელეფონი:  599 74 88 95

e-mail: samxatvro.skola.1972@mail.ru

 

ა.ა.ი.პ. ,,#1 სამუსიკო სკოლა"

ა.ა.ი.პ. ,,#1 სამუსიკო სკოლა"

დირექტორი: მზია მატკავა

მისამართი: ზუგდიდი, რუსთაველის ქ. #79

ტელეფონი:  599 92 92 70

e-mail: Isamusikoskola@gmail.com

 

ა.ა.ი.პ. ,,საგუნდო-სამუსიკო სკოლა"

ა.ა.ი.პ. ,,საგუნდო-სამუსიკო სკოლა"

დირექტორი: ეთერ შეროზია

მისამართი: ზუგდიდი, ცოტნე დადიანის ქ. #7

ტელეფონი:  595 70 70 82

e-mail:  zugdidi.sagundo@gmail.com

 


ასევე იხილე კატეგორიაში - მერიის სამსახურები: