GEO | ENG
სად წავიდეთტრანსპორტიტურიზმისპორტიგანათლებასამედიცინო მომსახურებასასტუმროებიბანკები

სიახლეთა არქივი

 

2017-02-27 - მოხალისეთა ერთიანი ეროვნული ბაზა- ახალი რესურსი მოხალისეებისათვის


 მოხალისეობის ერთიანი ეროვნული ბაზა  სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ახალგაზრდობის პოლიტიკის მართვის დეპარტამენტის “მოხალისეობის განვითარების პროგრამის“ ფარგლებში შეიქმნა.
 ბაზის შექმნის მიზანი საქართველოში მოხალისეობრივი საქმიანობის განვითარების ხელშეწყობა, აქტიური ახალგაზრდების გამოვლენა და სხვადასხვა ტიპის პროგრამებსა თუ ღონისძიებებში აქტიური ჩართვაა. 
მოხალისეობის ერთიან ეროვნულ ბაზაში მსურველთა დარეგისტრირება,შესაბამისი სარეგისტრაციო ფორმის შევსების შედეგად მოხდება.
რეგისტრაციის შემდეგ, მოხალისეთა ეროვნულ ბაზაში გაწევრიანებულ ახალგაზრდებს საშუალება ექნება, მოხალისეობრივ საწყისებზე მონაწილეობა მიიღონ როგორც სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, ასევე საქართველოს მასშტაბით სხადასხვა სამთავრობო და არასამთავრობო უწყებების მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში.

http://volunteers.youth.gov.ge/