GEO | ENG
სად წავიდეთტრანსპორტიტურიზმისპორტიგანათლებასამედიცინო მომსახურებასასტუმროებიბანკები

სიახლეთა არქივი

 

2017-02-27 - განსაკუთრებული ნიჭის მქონე ახალგაზრდებისa და ბავშვთა ფინანსური ხელშეწყობის კომისიის სხდომა


ქალაქ ზუგდიდის მერიის ,,განსაკუთრებული ნიჭის მქონე ახალგაზრდებისა და ბავშვთა ფინანსური ხელშეწყობის“ კომისიის სხდომა გაიმართა.

სხდომაზე განხილულ იქნა ქალაქ ზუგდიდის მკვიდრის, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ზუგდიდის ტექნოპარკის სამრეწველო ლაბორატორიის კონულტანტის შალვა მილორავას, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ორგანიზებით სამრეწველო ლაბორატორიების თნამშრომლების გადამზადების პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად ჰოლანდიაში, კერძოდ ამსტერდამში გამგზავრების ხარჯების დაფინანსების საკითხი.

,,განსაკუთრებული ნიჭის მქონე ახალგაზრდებისა და ბავშვთა ფინანსური ხელშეწყობის“ კომისიის გადაწყვეტილებით, ქალაქ ზუგდიდის მერია შალვა მილორავას ჰოლანდიაში გამგაზავრებას 921 ლარით დააფინანსებს.