GEO | ENG
სად წავიდეთტრანსპორტიტურიზმისპორტიგანათლებასამედიცინო მომსახურებასასტუმროებიბანკები

სიახლეთა არქივი

 

2017-03-01 - მე ვირჩევ თეატრს


 ქალაქ ზუგდიდის მერიის საკონფერენციო დარბაზში დღეს ღია კარის დღე გაიმართა. შეხვედრის ფარგლებში მეთორმეტე კლასელებსა და აბიტურიენტებს ტეატრისა და მერიის წარმომადგენლებმა პროექტის ,,მე ვირჩევ თეატრს“ შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდეს.

►ქალაქ ზუგდიდის თეატრის შემოქმედებითი პოტენციალის გაზრდის ხელშეწყობის მიზნით, ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მეთორმეტეკლასელებისა და აბიტურიენტებისათვის, მერიისა და თეატრის წარმომადგენლები საინფორმაციო შეხვედრებს მართავენ.

►შეხვედრების მიზანი, აღნიშნული ჯგუფისთვის სწავლის მიზნობრივი დაფინანსებისა და შემდგომი დასაქმების რესურსის შეთავაზებაა.

► ქალაქ ზუგდიდის მერიასა და საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის 2016 წლის 17 ოქტომბერს გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე, ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრის დასის ახალგაზრდა მსახიობებით შევსების მიზნით, დაგეგმილია ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული აბიტურიენტებისგან შემდგარი მიზნობრივი ჯგუფის შექმნა. აღნიშნული ჯგუფი, კონკურსის წესით დაკომპლექტდება.

►მერიისა და თეატრის წარმომადგენლებმა საინფორმაციო შეხვედრები უკვე გამართეს №1, №2, №4, №5 საჯარო სკოლების მეთორმეტეკლასელებისათვის.

►საინფორმაციო შეხვედრები ქალაქ ზუგდიდის ყველა საჯარო და კერძო სკოლაში გაიმართა.

►მემორანდუმის თანახმად, ქალაქ ზუგდიდის მერია, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის 12 ზუგდიდელ სტუდენტს სწავლას სრულად დაუფინანსებს. სწავლის დასრულების შემდეგ, შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე, თორმეტივე კურსდამთავრებული თეატრში 4 წლით დასაქმდება.