GEO | ENG
სად წავიდეთტრანსპორტიტურიზმისპორტიგანათლებასამედიცინო მომსახურებასასტუმროებიბანკები

სიახლეთა არქივი

 

2017-03-13 - ჩაერთე შენი ქალაქის კულტურული მემკვიდრეობის კვლევაში


ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია
კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური
კონფერენცია თემაზე
,,ჩაერთე შენი ქალაქის კულტურული მემკვიდრეობის კვლევაში“


კონფერენციის მიზანია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში ახალგაზრდა თაობის ჩართვა და სხვადასხვა ისტორიულ ეპოქაში შექმნილი მატერიალური და არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის, მოძრავი და უძრავი ძეგლების წარმოჩენა-პოპულარიზაცია.
კონფერენციის მონაწილეებმა უნდა იხელმძღვანელონ შემდეგი თემატიკით:
[✅] ისტორიული ქალაქი ზუგდიდი და მისი როლი კულტურული მემკვიდრეობის განვითარების სფეროში (ისტორია, კულტურა, ეთნოგრაფია, მატერიალური და სულიერი მემკვიდრეობა).
[✅] კულტურული მემკვიდრეობის რესურსები ქალაქ ზუგდიდში ტურიზმის განვითარებისთვის (მატერიალური და არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობა ქალაქ ზუგდიდში, როგორც ტურიზმის განვითარების აუცილებელი პირობა).
[✅] ქალაქ ზუგდიდში რომელ ბაღს, ბულვარს, პარკს, უძრავ ან მოძრავ ობიექტს წარადგენდით მატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მისანიჭებლად.
[✅] სამეგრელოში გახარებული ვაზის ჯიშების მოვლა-მოშენების და ღვინის დაყენების რომელ უძველეს ტრადიციულ ტექნოლოგიას მიანიჭებდით არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს (ოჯალეში, მაჭყვადური, ჭვიტილური, ხოჯისთოლი, დედოფლის კითი, თხურთხუ, ჩერგვალი, უგვარო, ჩეხარდანი...).
[✅] ქალაქ ზუგდიდში არსებულ რომელ ობიექტს მიანიჭებდით კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუს (სახლი, ნაქალაქარი, ეკლესია, ნაეკლესიარი, კედლის მხატვრობა, კოშკი, სამრეკლო, კარიბჭე...).
[✅] რეგიონისთვის დამახასიათებელი კერძების და რეცეპტების დამზადების რომელ ტრადიციულ მეთოდს მიანიჭებდით არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუს (სულუგუნი, გებჟალია, ელარჯი, ნადუღი, ჭყინტი ყველი...).
[✅] ხელთუქმნელი მუსიკალური შედევრები, მეგრული ფოლკლორი და მრავალხმიანობა როგორც კულტურული ტურიზმის ატრაქცია (ფოლკლორის რომელ შედევრს წარადგენდით არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭებაზე).
[✅] ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის პატიოსანი სამოსელი - კონცეფცია კულტურული მემკვიდრეობის (მოძრავი თუ უძრავი) ძეგლის სტატუსის და შემდგომში ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის მინიჭებაზე.
[✅] გამოავლინეთ ქალაქის ტერეტორიაზე 100 ან მეტი წლის წინ შექმნილი ობიექტი, კულტურული ფენა ან ნებისმიერი ნივთი და დააზუსტეთ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რა სტატუსი შეიძლება მას მიენიჭოს.
[✅] მეგრული ადათ-წესებიდან, ცეკვებიდან, უძველესი ტრადიციული თამაშობებიდან, რომელს მიანიჭებდით არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუს.
[✅] კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საჯარო და კერძო სკოლის მოსწავლეებს, აგრეთვე სტუდენტებს (მოხსენების ხანგრძლივობა 7 წუთი, დისკუსია 3 წუთი).
გამარჯვებულებს გამოავლენს და სახელმძღვანელოებით დააჯილდოვებს კომპეტენტური ჟიური. კონფერენციაში მონაწილეები ძეგლთა დაცვის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად 22 აპრილს იმოგზაურებენ დავითგარეჯში. გამარჯვებულები ასევე წლის ბოლოს შემეცნებითი ტურით იმოგზაურებენ მესტიაში.
მონაწილეებმა საკონფერენციო მასალები უნდა წარმოადგინოთ 2017 წლის 12 აპრილამდე ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურში ან გადმოგვიგზავნეთ ელექტრონულ მისამართზე b.arakhamia@zmm.ge (ან mr.besiki_78@mail.ru).
კონფერენცია ჩატარდება 2017 წლის 18 აპრილს ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე (ჯვარედინა სასახლის მიმდებარედ) 14:00 საათზე, გამარჯვებულთა დაჯილდოება გაიმართება 22 აპრილს.
საკონტაქტო პირი:
ბესიკ არახამია - ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ძეგლთა დაცვისა და ტურიზმის განვითარების განყოფილების უფროსი ტელეფონი: 591 44 53 42