GEO | ENG
სად წავიდეთტრანსპორტიტურიზმისპორტიგანათლებასამედიცინო მომსახურებასასტუმროებიბანკები

სიახლეთა არქივი

 

2017-04-04 - არე ვაჭრობის წესისა და ნებართვის ფორმის დამტკიცების შესახებ შესწორებული დადგენილების პროექტი განიხილეს


ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ინიციატივით და მხარდაჭერით „ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის წესისა და ნებართვის ფორმის დამტკიცების შესახებ“ შესწორებული დადგენილების პროექტი განიხილეს.
შეხვედრას ქალაქ ზუგდიდის მერი, ირაკლი გოგოხია მერიის შესაბამისი სამსახურების, ქალაქ ზუგდიდის საკრებულოსა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდა.
შეხვედრაზე, გარე ვაჭრობის რეგულირების წესების შესახებ წინა განხილვების დროს სამოქალაქო სექტორისა და გარე მოვაჭერების მიერ დაფიქსირებული შენიშვნები და რეკომენდაციები შეაჯამეს. 
„ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის წესისა და ნებართვის ფორმის დამტკიცების შესახებ“ დადგენილების პროექტში ასახულია სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლების წინადადებები და მოსაზრებები.