GEO | ENG
სად წავიდეთტრანსპორტიტურიზმისპორტიგანათლებასამედიცინო მომსახურებასასტუმროებიბანკები

სიახლეთა არქივი

 

2017-04-08 - NATO-ს თემატიკაზე კედლის მოხატვა



🎨ზუგდიდში, არტ გალერის მიმდებარე ტერიტორიაზე, საცხოვრებელი კორპუსის კედლის NATO-ს თემატიკაზე მოხატვა დილიდან დაიწყო.
➡სსიპ ,,საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ პროექტის ,,შეNს ქალAქს დაუTOვე“ ფარგლებში, საქართველოს მოსახლეობაში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის - NATO-ს შესახებ ცნობადობის გაზრდის, ხალხის ინფორმირებულობის, მოსახლეობის გააქტიურებისა და მათი საქართველოს ევროატლატიკურ ორგანიზაციაში ინტეგრაციის პროცესში ჩართვის მიზნით სხვადასხვა კულტურულ ღონისძიებებს ახორციელებს.
➡პროექტი საქართველოს 10 ქალაქში ხორციელდება და მას კონკურსის სახე აქვს. ახალქალაქში, ბათუმში, გარდაბანში, გორში, თელავში, მესტიაში, რუსთავში, ქუთისსა და ზუგდიდში საგანგებოდ შერჩეული ესკიზების ქუჩის მხატვრების მიერ კედელზე გადატანის პროცესი მიმდინარეობს.
➡პროექტის შემდეგი ეტაპი გულისმობს ერთი გამარჯვებული ქალაქის გამოვლენას. ნამუშევრების ავტორები სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდებიან.
➡NATO-ს დღეები საქართველოში 8-11 აპრილს სხვადასხვა კულტურული ღონისძიებებით აღინიშნება.