GEO | ENG
სად წავიდეთტრანსპორტიტურიზმისპორტიგანათლებასამედიცინო მომსახურებასასტუმროებიბანკები

სიახლეთა არქივი

 

2017-04-12 - ასოციაცია დეამ პროექტის შემაჯამებელი პრეზენტაცია გამართა


✔ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა დედათა ასოციაციამ „დეა“ , ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზში პროექტის “ მოქალაქეთა თანამონაწილეობა უკეთესი თვითმმართველობისათვის“ ფინალური პრეზენტაცია გამართა.
✔ პროექტის მიზანი იყო ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების პროცესის თანამონაწილეობის ხელშეწყობა ზუგდიდის, წალენჯიხისა და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტებში.
✔ პროექტის პრეზენტაციას ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე კობა ჯიქია, ზუგდიდის, წალენჯიხისა და ჩხოროწყუს ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.