GEO | ENG
სად წავიდეთტრანსპორტიტურიზმისპორტიგანათლებასამედიცინო მომსახურებასასტუმროებიბანკები

სიახლეთა არქივი

 

2017-04-18 - კონფერენცია თემაზე "ჩაერთე შენი ქალაქის კულტურული მემკვიდრეობის კვლევაში"


↘ ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით, ქალაქ ზუგდიდის ბოტანიკური ბაღში, ჯვარედინა სასახლის მიმდებარედ, კონფერენცია "ჩაერთე შენი ქალაქის კულტურული მემკვიდრეობის კვლევაში" გაიმართა. 
↘ კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო ქალაქ ზუგდიდის საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეებმა და სტუდენტებმა, რომლებმაც აღნიშნული თემატიკის ნაშრომები ჟიურის წარუდგინეს.
↘ ქალაქ ზუგდიდის მერიის მხარდაჭერით, კონკურსში მონაწილეები, დავით - გარეჯში გაემგზავრებიან, ხოლო კონფერენციაზე გამარჯვებულები, 26 მაისს საზეიმოდ დაჯილდოვდებიან.