GEO | ENG
სად წავიდეთტრანსპორტიტურიზმისპორტიგანათლებასამედიცინო მომსახურებასასტუმროებიბანკები

სიახლეთა არქივი

 

2017-05-05 - საჯარო შეხვედრა დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში


 დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში სახელმწიფო აუდიტის წარმომადგენლებთან საჯარო შეხვედრა გამართა.
საჯარო შეხვედრას გენერალური აუდიტის პირველი მოადგილე, ნინო ლომჯარია, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების აუდიტის დეპარტამენტის უფროსი გიორგი მამრიკაშვილი, ქალაქ ზუგდიდის მერის მოადგილე კობა ჯიქია სხვა მუნიციპალიტეტების ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდა.
შეხვედრაზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მუნიციპალიტეტებში ჩატარებული აუდიტის შედეგად გამოვლენილი ძირითადი ხარვეზები და გაცემული რეკომენდაციები განიხილეს.
 აუდიტის სამსახურის წარმომადგენლებმა შეხვედრის მონაწილეებს გააცნეს აუდიტის სამსახურის ახალი ინოვაციური ვებპლატფორმის - ბიუჯეტის მონიტორის (www.budgetmonitor.ge) შესახებ ინფორმაცია.
 ბიუჯეტის მონიტორი საკრებულოს წევრებს, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, დაინტერესებულ ექსპერტებსა და მოქალაქეებს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, აირჩიონ მათთვის საინტერესო სფერო და მიიღონ მუდმივად განახლებადი და სანდო ინფორმაცია თითოეული მუნიციპალიტეტის შემოსავლების, ხარჯების, ტრანსფერების, ინფრასტრუქტურული პროექტების, ადმინისტრაციული ხარჯების, მუნიციპალიტეტებში არსებული იურიდიული პირების ხარჯებისა და აღნიშნულ საკითხებზე აუდიტის შედეგად გამოვლენილი მიგნებებისა და რეკომენდაციების შესახებ.
სახელმწიფო აუდიტის წარმომადგენლებმა მუნიციპალიტეტებში აუდიტორული მონიტორინგის შესახებ ადგილობრივი თვითმმართველობების აუდიტის სამსახურის წარმომადგენლებს, დაინტერესებულ პირებსა და მედიას ზოგადი, მიმოხილვითი ხასიათის ინფორმაცია გააცნეს.