GEO | ENG
სად წავიდეთტრანსპორტიტურიზმისპორტიგანათლებასამედიცინო მომსახურებასასტუმროებიბანკები

სიახლეთა არქივი

 

2017-05-19 - ზუგდიდში გარემოვაჭრეების გაფრთხილება გრძელდება


✔  ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლების მიერ,  გარევაჭრობის აკრძალვასთან დაკავშირებით, გარემოვაჭრეებისათვის  გამაფრთხილებელი წერილების დარიგება  გრძელდება!

✔ გარემოვაჭრეებს მერიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები, ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს მიერ მიღებულ,   ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირებისა  და გარე ვაჭრობისათვის ადგილების განსაზღვრის წესებს აცნობენ და თვითნებურად დაკავებული ტერიტორიების  დაცლისაკენ  მოუწოდებენ.

 

 გაფრთხილების წერილი:

      ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის  20  აპრილის №30 დადგენილებით დამტკიცდა „ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების წესი“ და „გარე ვაჭრობისათვის ადგილების განსაზღვრის წესი“, რომლის მიზანია:

ა) ქალაქ  ზუგდიდის იერსახის დაცვა;

ბ) საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა;

გ) ქალაქ ზუგდიდის მოსახლეობის ინტერესების დაცვა.

 

      ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახური გაფრთხილებთ, რომ უახლოეს პერიოდში იგეგმება მასშტაბური ღონისძიებები გარე ვაჭრობის აკრძალვასთან დაკავშირებით, ალტერნატიული ფართის შეთავაზების პირობით.

 

 ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის  20  აპრილის №30 დადგენილება

http://www.zugdidicity.gov.ge/files/images/news_files/595/gallery1/%E1%83%92%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%94%20%E1%83%95%E1%83%90%E1%83%AD%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1%20%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%92%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1%20%E1%83%AC%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%98.pdf