GEO | ENG
სად წავიდეთტრანსპორტიტურიზმისპორტიგანათლებასამედიცინო მომსახურებასასტუმროებიბანკები

სიახლეთა არქივი

 

2017-06-17 - 17 ივნისი "ვეფხისტყაოსნის" საჯარო კითხვის დღე


► ქალაქ ზუგდიდის №1 სამუსიკო სკოლაში, ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით „ვეფიხტყაოსნის“ საჯარო კითხვის დღე აღინიშნა.
► სხვადსხვა სკოლის მოსწავლეებმა და პედაგოგებმა, სამუსიკო სკოლის დარბაზში, „ვეფხისტყაოსანი“ ქართულ, მეგრულ, ფრანგულ, ინგლისურ და გერმანულ ენებზე წაიკითხეს.
► „ვეფიხტყაოსნის“ საჯარო კითხვაში მონაწილეობა ასოციაცია „გზამკვლევი“-ს წარმომადგენლებმაც მიიღეს.
► ღონისძიება მუსიკალურად, კლასიკური მუსიკის რეპსუბლიკურ ფესტივალში „მომავლის ვარსკვლავები“ გრან-პრის მფლობელებმა, ქალაქ ზუგდიდის №1 სამუსიკო სკოლის აღსაზრდელებმა, თამარ დარასელიამ, მათე ქორთუამ და ანდრია არქანიამ გააფორმეს.
► ღონისძიების ყველა მონაწილეს, ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიისგან, სამახსოვრო სიგელები და ფასიანი საჩუქრები გადაეცა.