GEO | ENG
სად წავიდეთტრანსპორტიტურიზმისპორტიგანათლებასამედიცინო მომსახურებასასტუმროებიბანკები

სიახლეთა არქივი

 

2017-06-22 - „მდგრადი ენერგეტიკის დღე" -ზუგდიდში


✔ ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის დარბაზში, ქალაქ ზუგდიდის  მუნიციპალიტეტის მერიისა და მერების შეთანხმების ოფიციალური მხარდამჭერი „ენეგროეფექტურობის ცენტრი საქართველოს“ ორგანიზებით „მდგრადი ენერგეტიკის დღე“ გაიმართა.

✔ მდგრადი ენერგეტიკის დღის ფარგლებში პროექტის („ ენერგოაუდიტორების ტრენინგი და სერტიფიცირება და შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია“) აქტივობები განიხილეს, კამპანიის ფარგლებში სემინარი „ენეგრომენეჯმენტი საზოგადოებრივ შენობებში“ გაიმართა.

✔ პროექტის მიზანია საქართველოს მერების შეთანხმების ხელმომწერ 6 ქალაქში ( თბილისი, ქუთაისი, ზუგდიდი, ახალციხე, რუსთავი და ბოლნისი) მდებარე საზოგადოებრივ შენობებში ენერგოგადამზიდი ღონისძიებების შესახებ ცნობიერების ამაღლება.

✔ ქალაქ ზუგდიდში შეირჩა 12 საზოგადოებრივი შენობა ( 5 საბავშო ბაღი, 5 საჯარო სკოლა, 2 საზოგადოებრივი შენობა), სადაც კამპანიის განხორციელების პერიოდში შენობების მოსარგებლეები ჩართული იქნებიან სხვადასხვა ღონისძიებებში

✔ პროექტი დაფინანსებულია დანიის საგარეო სამეთა სამინისტროს საერთაშორისო დახმარების სააგენტოს (DANIDA) მიერ,  ადმინისტრირებას უწევს ჩრდილოეთის ქვეყნების გარემოსდაცვითი საფინანსო კორპორაცია (NEFCO) , ხოლო პროექტს ახორციელებენ ავტრიული კომპანია ალლპანი (ALLPLAN)  და „ენერგოეფექტურობის ცენტრი საქართველო“.