GEO | ENG
სად წავიდეთტრანსპორტიტურიზმისპორტიგანათლებასამედიცინო მომსახურებასასტუმროებიბანკები

სიახლეთა არქივი

 

2017-06-29 - შეხვედრა ,,ეგრისის“ ადმინისტრაციულ ერთეულში


 შეხვედრა ,,ეგრისის“ ადმინისტრაციულ ერთეულს მიკუთვნებული მანჯგალაძის, ტერენტი გრანელის, ხერგიანის, ე. ფიფიას, თ. ყუფუნიას, ი. ვეკუას, მოსკოვის, სოხუმის ქუჩების მოსახლეობასთან შედგა. 
 ქალაქ ზუგდიდის მერი და მერიის სამსახურები ,,ეგრისის“ ადმინისტრაციულ ერთეულში მოსახლეობის ნაწილს შეხვდნენ. ქალაქის მერმა, ირაკლი გოგოხიამ მოსახლეობას ამ ადმინისტრაციულ ერთეულში განხორციელებული და დაგეგმილი სარეაბილიტაციო-სამშენებლო სამუშაოები გააცნო, მოსახლეობას მიეწოდა აგრეთვე ინფორმაცია დასახლების საერთო კრების არსის, რჩეულთა არჩევის წესზე ადგილობრივ თვითმმართველობაში მოქალაქეების ჩართულობის მიზნით.