GEO | ENG
სად წავიდეთტრანსპორტიტურიზმისპორტიგანათლებასამედიცინო მომსახურებასასტუმროებიბანკები

სიახლეთა არქივი

 

2017-07-07 - რეგიონული კონფერენცია თემაზე: ,,ტურიზმის განვითარების პერსპექტივები სამეგრელო-ზემო სვანეთში“


 საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის კვლევებისა და დაგეგმვის სამმართველოს ორგანიზებით 2017 წლის 5 აგვისტოს ჩატარდება რეგიონული კონფერენცია თემაზე: ,,ტურიზმის განვითარების პერსპექტივები სამეგრელო-ზემო სვანეთში“.

 კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლია ამ რეგიონებში ტურიზმის განვითარებით დაინტერესებულ ნებისმიერ ადამიანს.

 ნაშრომები უნდა იყოს ინდივიდუალურად შესრულებული (მოცულობა 5-10 გვერდის ფარგლებში) და ემსახურებოდეს საქართველოს ტურიზმის სტრატეგიაში წარმოდგენილ რვა სტრატეგიული მიზნიდან ერთ-ერთის ან რამდენიმეს შესრულებას:

1.        ტურიზმის სფეროში სახელმწიფო და კერძო ინვესტიციების გაზრდა;
2.
ბიზნეს გარემოს გაუმჯობესება ვიზიტების რაოდენობის, უცხოური და ადგილობრივი ინვესტიციების გაზრდის ხელშეწყობის მიზნით;
3.
ეფექტიანი მარკეტინგისა და საინფორმაციო კამპანიის საშუალებით ვიზიტორების მოზიდვა მაღალგადახდისუნარიანი ბაზრებიდან; შიდა ტურიზმის სტიმულირება;
4.
კონკურენტუნარიანობის გაზრდა მსოფლიო დონის ტურისტული მომსახურების შეთავაზების გზით;
5.
ბუნებრივი და კულტურული მემკვიდრეობის რესურსების გამოყენებით ტურიზმში უნიკალური ავთენტური გამოცდილების შექმნა;
6.
საქართველოს ბუნებრივი და კულტურული მემკვიდრეობის პატივისცემა, დაცვა და წარმოჩენა;
7.
მონაცემთა მოპოვებისა და ანალიზის, ასევე, სექტორის განვითარების შეფასების მასშტაბის გაფართოება და გაუმჯობესება;
8.
პარტნიორული ურთიერთობების დამყარება სახელმწიფოს, ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლებს, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის.

დამატებითი ინფორმაციისათვის გადადით ბმულზე - http://gnta.ge/regional-tourism-development-samegrelo-svaneti/