GEO | ENG
სად წავიდეთტრანსპორტიტურიზმისპორტიგანათლებასამედიცინო მომსახურებასასტუმროებიბანკები

სიახლეთა არქივი

 

2017-07-10 - გამოფენა-კონფერენცია ,,მეგრული ვაზის ჯიშები“


ბოტანიკურ ბაღში, ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ძეგლთა დაცვისა და ტურიზმის განვითარების განყოფილების ინიციატივითა და ორგანიზებით, გამოფენა-კონფერენცია ,,მეგრული ვაზის ჯიშები“ გაიმართა.
კონფერენციაზე, სპეციალურად მოწვეულმა ღვინოთმცოდნე, მევენახეობა-მეღვინეობის მკვლევარმა გიორგი ბარისაშვილმა წაიკითხა საჯარო ლექცია თემაზე ,,მეგრული ვაზის ჯიშები“.
🍀 გამოფენა-კონფერენციაში მონაწილეობდნენ სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო კვლევითი ცენტრის წარმომადგენელი, პროფესორი დავით ჩიჩუა, მკვლევარი დავით ბირკაძე, გიგა ქორთუა, მიშა ცირდავა, შოთა ქარჩავა, რობერტ აბსანძე, გივი ელიავა, გივი გაბედავა, საპატიო სტუმრები; პრაღაში მოღვაწე HCA – Human Capital Advisory Grup-ის კვლევითი განყოფილების უფროსი, Qvevri Wines from Georgia-ს დამფუძნებელი სალომე ხარძეიშვილი და სავაჭრო სამრეწველო პალატის DCFTA საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი, ექსპერტი ირაკლი სულაბერიძე.
🍀გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ძველკოლხური ვაზის ჯიშებიდან (მაჭყვადინა, კოლოში, ჭვიტილური, პანეში, ჩექობალი, ოჯალეში, ჩეში) დაყენებული ღვინოებიც.
🍀გამოფენა-კონფერენციას ქალაქ ზუგდიდის მერი, ირაკლი გოგოხია, ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი მერაბ ქვარაია, მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები, მოყვარული მეღვინეები, მეღვინეობა-მევენახეობის სფეროთი დაინტერესებული პირები და ტურისტები ესწრებოდნენ.