GEO | ENG
სად წავიდეთტრანსპორტიტურიზმისპორტიგანათლებასამედიცინო მომსახურებასასტუმროებიბანკები

სიახლეთა არქივი

 

2017-07-17 - ვლაქერნობა ზუგდიდში


► ზუგდიდში ვლაქერნობა აღინიშნება.
დადიანების სასახლეთა ისტორიულ–არქიტექტურული მუზეუმიდან, დღეს დილით, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა გერასემემ და წმინდა სინოდის წევრებმა, ეპარქიის სასულიერო პირებთან და მრევლთან ერთად სადღესასწაულო ლიტანიობით ღვთისმშობლის სამოსელი ზუგდიდის ივერიის ყოვლაწმინდა ღვთისმშობლის სახელობის მშენებარე საკათედრო ტაძარში გადააბრძანეს.
► ამ წუთებში, ზუგდიდის ივერიის ყოვლაწმინდა ღვთისმშობლის სახელობის მშენებარე საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვა აღავლინება. ღვთისმშობლის სამოსელი ტაძარში დღის ბოლომდე დარჩება და სიწმინდის მოლოცვა ნებისმიერ მსურველს შეეძლება.
► სადღესასწაულო ლიტანიობას შეუერთდნენ და საზეიმო წირვას ესწრებიან სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის, ქალაქ ზუგდიდისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.