GEO | ENG
სად წავიდეთტრანსპორტიტურიზმისპორტიგანათლებასამედიცინო მომსახურებასასტუმროებიბანკები

სიახლეთა არქივი

 

2017-07-21 - ქალაქ ზუგდიდის მერიაში პროექტების საჯარო განხილვა გაიმართება


ქალაქ ზუგდიდის მერიაში , კულტურული და ისტორიული თვალსაზრისით საინტერესო პროექტების განხილვა გაიმართება

პირველი პროექტის თანახმად, ქალაქ ზუგდიდის მერიის დაფინანსებით, ქალაქის ცენტრალურ ნაწილში იგეგმება  კოლხური ბრინჯაოს კულტურის ამსახველი ძეგლის განთავსება. აღნიშნულთან დაკავშირებით, შესაბამისი კონკურსი უკვე ჩატარდა. ქალაქის მერია უახლოეს ხანში  გამოაცხადებს ტენდერს შესასრულებელ სამუშაოებზე.

 გვიან ბრინჯაოს ხანის, ძვ. წ.აღ-ითVIII-VII საუკუნის ბრინჯაოს ქალ- ღვთაების ქანდაკების განათვსება ქალაქის ცენტრალურ ნაწილში იგეგმება და ეს იქნება  კოლხური კულტურის  ბრინჯაოს ხანის ზეობის სიმბოლო.

 მეორე პროექტი ქალაქ ზუგდიდში, იონა მეუნარგიას სახელობის  სკვერში მდებარე სტელაზე ,,ვეფხისტყაოსნის“ თემატიკით, კალიგრაფ მამუკა თავაქარაშვილისეული მინიატურებით, პანოს მოწყობას ითვალისწინებს.

დრო:  21 ივლისი, 12:00 საათი

 ადგილი: ქალაქ ზუგდიდის მერია

საკონტაქტო პირი:  მაია ღუბელაძე

ტელ: 591 44 53 12