GEO | ENG
სად წავიდეთტრანსპორტიტურიზმისპორტიგანათლებასამედიცინო მომსახურებასასტუმროებიბანკები

სიახლეთა არქივი

 

2017-07-24 - მღრღნელების საწინააღმდეგო წამლობა


➡ქალაქ ზუგდიდში მღრღნელებისა და ქვეწარმავლების საწინააღმდეგო წამლობა მიმდინარეობს.
მოქალაქეთა განცხადებებისა და მერიის შესაბამისი სამსახურის მონიტორინგის საფუძველზე, საერთო ჯამში, ქალაქ ზუგდიდში 34 ჰექტრამდე ტერიტორიაზე ჩატარდება პროფილაქტიკური სამუშაოები. 
➡აღნიშნულ სამუშაოებს შპს ,,ზუგდიდის პროფილაქტიკური დეზინფექციის განყოფილების“ თანამშრომლები ახორციელებენ. ქვეწარმავლების საწინააღმდეგო წამლობა, ქალაქის ტერიტორიაზე არსებული სხვა ადგილების პარალელურად, მდინარე ჩხოუშის სანაპიროს მთლიან ზოლზე, ხოლო მღრღნელების წინააღმდეგ წამლობა ქალაქის სხვადასხვა ადგილებში მდებარე კორპუსებში განხორციელდება. 
➡მღრღნელებისა და ქვეწარმავლების საწინააღმდეგო წამლობისათვის საჭირო თანხა, 4784 ლარი, მერის სარეზერვო ფონდიდან გამოიყო.