GEO | ENG
სად წავიდეთტრანსპორტიტურიზმისპორტიგანათლებასამედიცინო მომსახურებასასტუმროებიბანკები

სიახლეთა არქივი

 

2017-08-08 - აგვისტოს მოვლენების დროს დაღუპული გმირების საფლავების ყავვილებით შემკობა


აგვისტოს მოვლენების დროს დაღუპული გმირების, ბადრი ბერანძის, დავით ჯიქიას, სერგეი (სერგო) გოროზიას ხსოვნას სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის გუბერნატორის მოადგილე დავით კოდუამ, ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა, ირაკლი გოგოხიამ, ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე ნატალია შეროზიამ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ლაშა გოგიამ, საკრებულოს თავმჯდომარე მაიზერ ნანავამ და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა პატივი მიაგეს.
ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა გარდაცვლილი გმირების საფლავები და გოროზიას სკვერში მდებარე მემორიალი ყვავილებით შეამკეს.
ირაკლი გოგოხია: საქართველოს უახლესი ისტორიის ტრაგიკული დღეა დღეს, თუმცა ეს დღე კიდევ ერთხელ გვარწმუნებს და მოგვიწოდებს, რომ საქართველოს ყავდა და ყავს გმირები, რომელთა სხოვნა ყოველი ჩვენგანის გულში სამუდამოდ რჩება. ჩვენ ვცდილობთ და ყოველთვის ვეცდებით დაღუპული გმირების ოჯახის წევრების ტკივილი გავიზიაროთ და მხარი დავუჭიროთ მათ.