GEO | ENG
სად წავიდეთტრანსპორტიტურიზმისპორტიგანათლებასამედიცინო მომსახურებასასტუმროებიბანკები

სიახლეთა არქივი

 

2017-08-09 - სოციალური საწარმოების განვითარების ხელშეწყობის პროექტების კომისი


ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სოციალური საწარმოების განვითარების ხელშეწყობის პროექტების კომისიის №5 სხდომა გაიმართა.

სხდომაზე განხილულ იქნა 2 საპროექტო წინადადება. კომისიის გადაწყვეტილებით, თანადაფინანსება გაეწია ინდ. მეწარმე ბონდო ჯიქიას პროექტს 6 000 (ექვსი ათასი) ლარით, ხოლო ააიპ ,,ახალგაზრდები სამოქალაქო ინტერესებისათვის“ პროექტზე გაიცა რეკომენდაციები მისი შემდგომი დახვეწის მიზნით.

დღემდე აღნიშნული პროექტის ფარგლებში დაფინანსებულია სოციალური საწარმოების 2 პროექტი, თითო პროექტი 6 000 ლარის ოდენობით. 2017 წლისთვის ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სოციალური საწარმოების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ბიუჯეტი შეადგენს 30 000 (ოცდაათი ათასი) ლარს.