GEO | ENG
სად წავიდეთტრანსპორტიტურიზმისპორტიგანათლებასამედიცინო მომსახურებასასტუმროებიბანკები

სიახლეთა არქივი

 

2017-08-09 - ქალაქ ზუგდიდის მერიის ღია პირველობა ფრენბურთში


ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სპორტკომპლექსში მიმდინარე წლის 20 ივლისიდან 8 აგვისტოს ჩათვლით „ქალაქ ზუგდიდის მერიის ღია პირველობა ფრენბურთში“ გაიმართა. 
ტურნირში ქალაქ ზუგდიდისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტების მოყვარულ ფრენბურთელთა 10 გუნდი ღებულობდა მონაწილეობას.
ფინალური შეხვედრა 8 აგვისტოს გაიმართა. მატჩში ერთმანეთს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარების ცენტრისა და სოფ. გრიგოლიშის ფრენბულთელთა გუნდები შეხვდნენ. თამაში გრიგოლშის გუნდის გამარჯვებით დასრულდა.
ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ ფინალში გასულ გუნდებს სპორტული მაისურები, თასები, მედლები და სამახსოვრო სიგელები გადასცა.