GEO | ENG
სად წავიდეთტრანსპორტიტურიზმისპორტიგანათლებასამედიცინო მომსახურებასასტუმროებიბანკები

სიახლეთა არქივი

 

2017-08-25 - "შემოსაზღვრე საქართველო"


✔ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ხელშეწყობით ხორციელდება ა(ა)იპ „მომავლის სოფლის“ მიერ ინიცირებული პროექტი ,,კულტურა საზღვრების გარეშე", რომელიც კონფლიქტით დაზარალებული და ადმინისტრაციული საზღვრის გამყოფი ხაზის სიახლოვეს მცხოვრები ჩვენი მოსახლეობის ქვეყანაში კულტურულ პროცესებში ჩართულობას ისახავს მიზნად.  

ღონისძიებების განრიგი - 31.08.2017.

17:30 – 17:55 - ლექცია ნიკოლოზ ბარათაშვილის  შესახებ (ლევან ბერძენიშვილი)

18:00 – 18:25 ლექცია ილია ჭავჭავაძის შესახებ (გიორგი კეკელიძე)

18:30 – 18:45 მოკლემეტრაჟანი ანიმაციური ფილმის „ფრანი“ ჩვენება (რეჟ. ვ. სულაქველიძე)

18:50 - ორსანტიის საჯარო სკოლის წარჩინებული მოსწავლეების დაჯილდოვება (7 საუკეთესო მოსწავლე)

20:00 (ანაკლიის ციხე) - მუს. კონცერტი ნეკა სებისკვერაძის დათო ნოზაძისა და ნინო გულიაშვილის მონაწილეობით.

ღონისძიებების განრიგი - 1.09.2017

13:00  - ანაკლიის გამგეობის მიმდებარედ ღია სამკითხველოს გახსნა:

პროექტის წარმდგენი - გიორგი კეკელიძე.

13:30 – 14:15 -  მუს. კონცერტი ჯგუფის „„Under 7”-ის მონაწილეობით.