GEO | ENG
სად წავიდეთტრანსპორტიტურიზმისპორტიგანათლებასამედიცინო მომსახურებასასტუმროებიბანკები

სიახლეთა არქივი

 

2017-09-04 - სამშენებლო მასალები სოციალურად დაუცველ ოჯახებს


✔ 2017 წელს ქალაქ ზუგდიდის მერიაში ამოქმედებული ნოვაციური პროექტით, საერთო ჯამში სოციალურად შეჭირვებულ 43 ოჯახს,  რომელთაც მძიმე სოციალური საცხოვრებელი პირობები და ავარიული სახლები აქვთ, სამშენებლო მასალები გადაეცემა.
✔ ქალაქ  ზუგდიდის მერის მოადგილე, კობა ჯიქიამ, ჯანმრთელობის, სოციალური დაცვის, ვეტერანთა და დევნილთა სამსახურის ხელმძღვანელთან, თამარ სოსელიასთან და მერიის სოციალური განყოფილებისა და ქალაქმშენებლობის სამსახურის წარმოამდგენლებთან ერთად,   სამშენებლო მასალები დღეს ორ სოციალურად შეჭირვებულ ოჯახს გადასცა.
✔ ბენეფიციარები, ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში არსებული შესაბამისი კომისიის გადაწყვეტილებით, არაერთი მონიტორინგისა და არსებული ავარიული სახლების სიმძიმით შეირჩნენ.
✔ სამშენებლო მასალების ადგილზე მიტანას ა(ა)იპ „კეთილმოწყობის ცენტრის“  წარმომადგენლები უზრუნველყოფენ.