GEO | ENG
სად წავიდეთტრანსპორტიტურიზმისპორტიგანათლებასამედიცინო მომსახურებასასტუმროებიბანკები

სიახლეთა არქივი

 

2017-09-05 - სამშენებლო მასალების გადაცემა გრძელდება


✔ სოციალურად შეჭირვებული ოჯახებისათვის სამშენებლო მასალების გადაცემა გრძელდება.

✔ ქალაქ ზუგდიდის მერის მოადგილე, კობა ჯიქიამ, ჯანმრთელობის, სოციალური დაცვის, ვეტერანთა და დევნილთა სამსახურისა და ქალაქმშენებლობის სამსახურის წარმოამდგენლებთან ერთად, სამშენებლო მასალები დღეს კიდევ ორ სოციალურად შეჭირვებულ ოჯახს გადასცა.

✔2017 წელს ქალაქ ზუგდიდის მერიაში ამოქმედებული ნოვაციური პროექტით, საერთო ჯამში სოციალურად შეჭირვებულ 43 ოჯახს, რომელთაც მძიმე სოციალური საცხოვრებელი პირობები და ავარიული სახლები აქვთ, სამშენებლო მასალები გადაეცემა.

✔ ბენეფიციარები, ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში არსებული შესაბამისი კომისიის გადაწყვეტილებით, არაერთი მონიტორინგისა და არსებული ავარიული სახლების სიმძიმით შეირჩნენ.

 ✔ სამშენებლო მასალების ადგილზე მიტანას ა(ა)იპ „კეთილმოწყობის ცენტრის“ წარმომადგენლები უზრუნველყოფენ.