GEO | ENG
სად წავიდეთტრანსპორტიტურიზმისპორტიგანათლებასამედიცინო მომსახურებასასტუმროებიბანკები

სიახლეთა არქივი

 

2017-09-06 - დღეს, 1924 წლის 6 სექტემბერს ზუგდიდში, დახვრეტილი აჯანყებულების ხსოვნას პატივი მიაგეს


 ,,ჩვენ პატივს მივაგებთ საქართველოს თავისუფლებისათვის მებრძოლთა ხსოვნას. ამ დღეს ჩეკისტებმა ზუგდიდში 40 ადამიანი დახვრიტეს. შთამომავლობა არასდროს ივიწყებს გმირებს. მაქვს პატივი სამშობლოსათვის თავდადებულ რაინდთა ოჯახის წევრებთან ერთად, დღეს, კიდევ ერთხელ გავიხსენო მათი თავდადება“ ირაკლი გოგოხია- ქალაქ ზუგდიდის მერი 
 დღეს, 1924 წლის 6 სექტემბერს ზუგდიდში, დახვრეტილი აჯანყებულების ხსოვნას პატივი მიაგეს. ამ დღესთან დაკავშირებით ზუგდიდსა და ცაიშის მიტროპოლიტმა, მეუფე გერასიმემ, რეპრესიის მსხვერპლთა დახვრეტის ადგილზე პანაშიდი აღავლინა. რის შემდეგაც ფრანგული პარკში მდებარე, 1924 წელს ქალაქ ზუგდიდში დახვრეტილ მამულიშვილთა ხსოვნისადმი მიძღვნილ მემორიალი, ქალაქ ზუგდიდის მერმა, ირაკლი გოგოხიამ, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა, დახვრეტილთა შთამომავლებმა, საერო და სასულიერო პირებმა, ყვავილებით შეამკეს.