GEO | ENG
სად წავიდეთტრანსპორტიტურიზმისპორტიგანათლებასამედიცინო მომსახურებასასტუმროებიბანკები

სიახლეთა არქივი

 

2017-09-11 - ქალაქის მერმა სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა


✔ ქალაქ ზუგდიდის №1 საბავშო ბაღში შემოღობვის სამუშაოები მიმდინარეობს, აღნიშნული სამუშაოების მიმდინარეობას ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი, ირაკლი გოგოხია, მერის მოადგილე კობა ჯიქიასთან, მერიის შესაბამისი სამსახურისა და ა(ა)იპ „სკოლამდელ დაწესებულებათა  ცენტრი“-ს წარმომადგენლებთან ერთად  გაეცნო.

✔ ქალაქის მერი, სარეაბილიტაციო სამუშაოების მიდინარეობის გარაფიკით და ვადებით დაინტერესდა, სამუშაოების მწარმოებელი კომპანიის წარმომადგენლების განცხადებით, ღობის მოწყობა დადგენილ ვადებში დასრულდება.

✔ №1 საბავშო ბაღის შემოღობვითი სამუშაოები ა(ა)იპ „სკოლამდელ დაწესებულებათა ცენტრი“-ს ბიუჯეტიდან ფინანსდება და 27 000 ლარს შეადგენს.