GEO | ENG
სად წავიდეთტრანსპორტიტურიზმისპორტიგანათლებასამედიცინო მომსახურებასასტუმროებიბანკები

სიახლეთა არქივი

 

2017-09-11 - სამშენებლო მასალების გადაცემა გრძელდება


 სოციალურად შეჭირვებული ოჯახებისათვის სამშენებლო მასალების გადაცემა გრძელდება.
ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის  ჯანმრთელობის, სოციალური დაცვის, ვეტერანთა და დევნილთა სამსახურისა და ქალაქმშენებლობის სამსახურის წარმოამდგენლებმა, სამშენებლო მასალები დღეს კიდევ სამ სოციალურად შეჭირვებულ ოჯახს გადასცა.

   სამშენებლო მასალების ოჯახებისათის გადაცემის პროცესს, ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი, ირაკლი გოგოხია, მერის მოადგილე კობა ჯიქია და მერიის  ჯანმრთელობის, სოციალური დაცვის, ვეტერანთა და დევნილთა სამსახურის ხელმძღვანელი თამარ სოსელია ესწრებოდა.
   2017 წელს ქალაქ ზუგდიდის მერიაში ამოქმედებული ნოვაციური პროექტით, საერთო ჯამში სოციალურად შეჭირვებულ 43 ოჯახს, რომელთაც მძიმე სოციალური საცხოვრებელი პირობები და ავარიული სახლები აქვთ, სამშენებლო მასალები გადაეცემა.
    ბენეფიციარები, ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში არსებული შესაბამისი კომისიის გადაწყვეტილებით, არაერთი მონიტორინგისა და არსებული ავარიული სახლების სიმძიმით შეირჩნენ.
სამშენებლო მასალების ადგილზე მიტანას ა(ა)იპ „კეთილმოწყობის ცენტრის“ წარმომადგენლები უზრუნველყოფენ.