GEO | ENG
სად წავიდეთტრანსპორტიტურიზმისპორტიგანათლებასამედიცინო მომსახურებასასტუმროებიბანკები

სიახლეთა არქივი

 

2017-09-27 - სოხუმის დაცემის დღე


სოხუმის დაცემის დღეს, ზუგდიდის ვლაქერნის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძარში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა სული მოსახსენიებელი პანაშვიდი გაიმართა.
პანაშვიდს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია, თბილისის მერი დავით ნარმანია და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ.

 ქალაქ ზუგდიდის სამხატვრო გალერეაში, აფხაზეთის #1 საჯარო სკოლის მოსწავლის, ალიკა სალიას ნამუშევრების გამოფენა მოეწყო. ნორჩ მხატვარს, ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის სახელით, სამსახსოვრო საჩუქარი გადაეცა.