GEO | ENG
სად წავიდეთტრანსპორტიტურიზმისპორტიგანათლებასამედიცინო მომსახურებასასტუმროებიბანკები

სიახლეთა არქივი

 

2017-11-08 - ილია 180


➡  ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების განყოფილების ორგანიზებით  ესეების კონკურსი „ილია ჭავჭავაძე 180“ გაიმართა, კონკურსში ზუგდიდის საჯარო სკოლების 22 მოსწავლემ მიიღო მონაჭილეობა.

➡  ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 180 წლისთავთან დაკავშირებით , ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, კობა ჯიქიამ, მერიის წარმომადგენლებთან და კონკურსში მონაწილე მოსწავლეებთან ერთად ილია ჭავჭავაძის ძეგლი ყვავილებით შეამკო. რის შემდეგაც მერიის დარბაზში გაიმართა ესეების კონკურსში გამარჯვებულთა და მონაწილეთა დაჯილდოება.

➡  დაჯილდოებას ჟიურის წევრები ნესტან ფიფია, ბელა მოსია და ხათუნა გოგია ესწრებოდნენ, მათ დამსწრე საზოგადოებას  საკონკურსო ნაშრომებთან დაკავშირებით საკუთარი აზრი გაუზიარეს  და კონკურსში  მონაწილეებს წარმატებები უსურვეს.

➡ პირველი ადგილი #1 საჯარო სკოლის მოსწავლე ლიზი შამუგიამ, მეორე ადგილი #9 საჯარო სკოლის მოსწავლე ესმა ბელქანიამ, ხოლო მესამე ადგილი #1 საჯარო სკოლის მოსწავლე ვერიკო მებონიამ დაიმსახურა.